Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

გეგმა არის ახალი არჩევნები – პრეზიდენტი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 18, 2024
salome zurabishvili_AJARATIMES.GE

გეგმა არის ახალი არჩევნები, ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა და იქვე აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებას და საზოგადოებას არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საკუთარ ხედვას სთავაზობს.

„ამ თითქოს და გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისისგან გამოსავლის გზა ერთად უნდა მოძებნოთ. უნდა შევთავაზო საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს და მე მგონი, ეს უნდა მოისმინოს არსებულმა ხელისუფლებამაც, როგორც ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი. გეგმა როგორია, რას ვთავაზობ?! პირველი – ცხადია, ახალი არჩევნები. არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, რომ გამეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში, მაგრამ ეს ვადა თავისთავად დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას. ერთი არის საერთაშორისო გამოძიება. არა იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად იცის, რომ არ შედგა არჩევნები და გაყალბებული იქნა. ეს საჭიროა იმისათვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს და რაც გამოსასწორებელია, თუ გინდა მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არაგაყალბებული არჩევნები.

საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით და გზავნილებით, რაც იყო თავის დროზე ეუთო/ოდირის მოთხოვნები. დამატებით უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით. ასევე საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა. ყველა ახალ ინსტანციებში არ არის გამორიცხული და სასურველია, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ უშალოდ ჩართული. მეორე პუნქტი, 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება. რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები.

ჩვენ ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით იმისათვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, ახალ არჩევნებამდე იყოს მაქსიმალურად სტაბილური, ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ. არავის აქვს დევნის მომენტი. არ არსებობს სტაბილური ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობის, საზოგადოების ნება არ არის ასახული არჩევნებში და იმ პოლიტიკურ წყობაში, რომელიც მოჰყვება არჩევნებს. ამ გეგმაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის აუცილებელი და მე ამაზე უკვე ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, ეს არის მათთვის ყველაზე მიმზიდველი, რამდენადაც ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც არის სტაბილური და მშვიდობიანი იმისათვის, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან რყევების გარეშე გამოვიდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Post navigation

Previous: როგორ მუშაობს Viber Plus სერვისი პრემიუმ ფუნქციებითა და პარამეტრებით საქართველოში?
Next: თბილისში პოლიციამ მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, დაკავებულია 20-მდე პირი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ივნისი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 15, 2026
საქართველოში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა – მედია cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საქართველოში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა – მედია

ივნისი 15, 2026
მეტასტაზების მკურნალობა Gamma Knife ტექნოლოგიით „ავერსის კლინიკა“-ში Picture1
  • რეკლამა

მეტასტაზების მკურნალობა Gamma Knife ტექნოლოგიით „ავერსის კლინიკა“-ში

ივნისი 15, 2026
სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს _AJARATIMES.GE
  • სპორტი

სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს

ივნისი 15, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
ბათუმში, ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ივნისი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 15, 2026
საქართველოში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა – მედია cixe_AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

საქართველოში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა – მედია

ივნისი 15, 2026
მეტასტაზების მკურნალობა Gamma Knife ტექნოლოგიით „ავერსის კლინიკა“-ში Picture1 4
  • რეკლამა

მეტასტაზების მკურნალობა Gamma Knife ტექნოლოგიით „ავერსის კლინიკა“-ში

ივნისი 15, 2026
სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს

ივნისი 15, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.