Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

დავით ბალაძე 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მადისკრიმინებელ კამპანიას აფინანსებდა, ახლა კი ფულს “ოცნებას” სწირავს

სულხან მესხიძე აგვისტო 20, 2024
davit baladze_AJARATIMES.GE

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა “ქართულ ოცნებას” 58 ათასი ₾არი შესწირა, ამის შესახებ ინფორმაცია შემწირველთა ერთიან ბაზაში ფიქსირდება.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით ირკვევა, რომ დავით ბალაძეს მმართველი პარტიისთვის ფული სხვა დროსაც შეუწირავს. საერთო ჯამში, “ოცნებას” დავით ბალაძემ 298 000 ₾არი ჩაურიცხა.

ვიდრე “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდოდა დავით ბალაძე, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მართულ, მადისკიმინებელ კამპანიასაც აფინანსებდა. ბალაძემ, 2012 წელს, 4 000 ₾არი, ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება”-ს შესწირა. ეს უკანასკნელი, წლების წინ, “საერთაშიროსო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” იყო კავშირში.

ინფორმაციისთვის: არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“ დაკვეთით შექმნილი ვიდეორგოლების, ერთადერთი მიზანი 2012 წელს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მადისკრიმინებელი საზოგადოებრივი აზრის შექმნა იყო.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, დავით ბალაძე შპს თრასთ სოლუშენ-ის დირექტორი და 100% წილის მფლობელია. ის ასევე, შპს “იმპულსში” 50 % ფლობს. აღნიშნულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ უფიქსირდებათ.

ცნობისთვის: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ახლა იმ კომპანიაში მუშაობს, ვის სასარგებლოდაც წლების წინ, მინისტრობის პერიოდში მუშაობდა. ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

დავით ბალაძე შპს “ჰიგიენა 2009”-ის საქმეშიც ფიგურირებს. ორგანიზაციის დირექტორმა 5 მილიონი მიითვისა, მაშინ დავით ბალაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი იყო. ვრლად ამ თემაზე ბმულზე გაეცანით. 

დავით ბალაძის სახელს ასევე, ბათუმის ბულვარში, ერთ-ერთი ზონის გაუქმების პროცესებსაც უკავშირდება, რაც საზოგადოების წინააღმდეგობის შედეგად სამინისტრომ ვერ შეძლო. 

რატომ აფინანსებს “რუსული კანონის” მხარდამჭერსა და ანტიდასავლური პოლიტიკით ცნობილ “ქართულ ოცნებას” დავით ბალაძე? კითხვებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა არ გვიპასუხა.  

Post navigation

Previous: ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ღია ფესტივალი გაიმართება
Next: მოსახლეობამ ქობულეთის შემოვლით გზა გადაკეტა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026
ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა

სექტემბერი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 23, 2026
რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026
ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა

სექტემბერი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.