Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ კლუბის გაძლიერებას განაგრძობს

აჭარა თაიმსი ივლისი 6, 2026
_AJARATIMES.GE

„დინამო ბათუმი“ კლუბის გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად „ბათუმელებმა“ 32 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი მაურიდეს როკე ჟუნიორი დაიმატეს. ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ პოლონურ „რადომიაკთან“ ბრაზილიელი ცენტრალური თავდამსხმელის, მაურიდეს როკე ჟუნიორის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა და გამოცდილი ფორვარდი კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს“, – წერია განცხადებაში.

„თოლიებსა“ და როკე ჟუნიორს შორის კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე, 1+1 პრინციპით გაფორმდა. სეზონის ბოლოს კლუბს შეეძლება ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება.

„ბედნიერი ვარ „დინამო ბათუმში“ გადმოსვლით. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მიყვარს გოლების გატანა და ყველაფერს გავაკეთებ, რათა კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო“, – განაცხადა მაურიდეს როკე ჟუნიორმა „დინამო ბათუმთან“ ინტერვიუში.

როკე ჟუნიორი „ბათუმელებს“ პოლონური „Radomiak Radom“-იდან შეუერთდა, სადაც 2025–2026 წლების სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პროფესიული კარიერა 2012 წელს ბრაზილიურ „ინტერნასიონალში“ დაიწყო. კარიერის განმავლობაში უთამაშია ბრაზილიურ, პორტუგალიურ, კორეულ, ჩინურ, პოლონურ, ბულგარულ, გერმანულ და უნგრულ კლუბებში. საერთო ჯამში 280 მატჩი ჩაატარა და 64 გოლი გაიტანა. 2023/24 წლების სეზონში „FC St. Pauli“-სთან ერთად გერმანიის მეორე ლიგის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2012/13 წლებში „ინტერნასიონალთან“ ერთად „კამპეონატო გაუჩო“ მოიგო.

მაურიდესი „დინამო ბათუმს“ თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. როგორც ცნობილია, „თოლიები“ თურქეთში საზაფხულო შეკრებას გაივლიან, სადაც თურქეთის სუპერლიგის სამ კლუბთან ამხანაგურ მატჩებს გამართავენ.

ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

Post navigation

Previous: ბათუმში ზღვაში შესული კაცი გაუჩინარდა – სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
Next: საქართველოსა და თურქეთს შორის სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო სისტემა ამოქმედდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 11, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 11, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 3, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შეიქმნა – კვლევა qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შეიქმნა – კვლევა

ოქტომბერი 12, 2026
86 წლის მეგოდრე ქობულეთიდან – ხელობა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

86 წლის მეგოდრე ქობულეთიდან – ხელობა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა

ოქტომბერი 11, 2026
ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შეიქმნა – კვლევა qartuli ocneba_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შეიქმნა – კვლევა

ოქტომბერი 12, 2026
86 წლის მეგოდრე ქობულეთიდან – ხელობა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

86 წლის მეგოდრე ქობულეთიდან – ხელობა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა

ოქტომბერი 11, 2026
ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.