Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა საქართველოს ხელისუფლებას სულხან მესხიძის საქმეზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

აჭარა თაიმსი მაისი 28, 2025
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE

ფოტო: ქეთი გოგიტიძე

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და სრულყოფილად გამოიძიოს ჟურნალისტ სულხან მესხიძეზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის ფაქტი.

პლატფორმის განცხადებით, მედიის წარმომადგენელთა მიმართ მსგავსი ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და საჭიროა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დაყენება.

ინფორმაციისთვის: ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა ევროპის საბჭოს ინიციატივით შეიქმნა და მასში ევროპის წამყვანი პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები მონაწილეობენ. პლატფორმა მიზნად ისახავს ჟურნალისტებისა და მედიის პროფესიონალების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების — მათ შორის, შევიწროების, ფიზიკური თავდასხმების, სამართლებრივი თუ პოლიტიკური ზეწოლის — მონიტორინგსა და მყისიერ რეაგირებას. ის აგროვებს და ამოწმებს შეტყობინებებს მედიის თავისუფლების სერიოზულ დარღვევებზე, უწყობს ხელს ანგარიშვალდებულების გაზრდას და წევრ სახელმწიფოებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ახსენებს.

ცნობისთვის: შემთხვევა, ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას მოხდა. სულხან მესხიძე შეეცადა სხდომის გაშუქებას, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. საჯარო მოხელეების მხრიდან თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება დაიწყო, რასაც მალევე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. ჟურნალისტი სხდომათა დარბაზიდან მერიის თანამშრომლებმა იძულებით გამოათრიეს – ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების გადაგრეხვის პრინციპით.

გარემოება: „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელსა და დირექტორ სულხან მესხიძეზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის ფაქტი მედიის თავისუფლების რუკაზეც აისახა. მედიის თავისუფლების რუკა ასახავს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებს მთელს ევროპაში და წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების დოკუმენტირებას საერთაშორისო დონეზე.

აღნიშნულ რუკას მართავს პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი. მექანიზმი მოქმედებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და კანდიდატ ქვეყნებში, რაც მიზნად ისახავს მედიის თავისუფლებაზე თავდასხმების მონიტორინგსა და მათზე რეაგირებას.

დეტალები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თავდასხმის ფაქტზე ამ დრომდე გამოძიება არ დაუწყია. სახალხო დამცველმა კი თავისი მანდატის ფარგლებში ინციდენტის შესწავლა დაიწყო.

Post navigation

Previous: მძლეოსნებმა საქართველოს ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს
Next: პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრების წინ შესაძლო რისკებზე აფრთხილებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ქართველმა მეზღვაურმა ხმელთაშუა ზღვაში 36 მიგრანტი გადაარჩინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 5, 2026
migrantebi_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საქართველოდან უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს

აჭარა თაიმსი ივლისი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აგვისტო 7, 2026
ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აგვისტო 7, 2026
თურქეთის მიერ ძებნილი ორი პირი საქართველოში დააკავეს, ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თურქეთის მიერ ძებნილი ორი პირი საქართველოში დააკავეს, ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

აგვისტო 7, 2026
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000 აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, მეორეს ეძებენ dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000 აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, მეორეს ეძებენ

აგვისტო 7, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE 1
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აგვისტო 7, 2026
ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აგვისტო 7, 2026
თურქეთის მიერ ძებნილი ორი პირი საქართველოში დააკავეს, ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

თურქეთის მიერ ძებნილი ორი პირი საქართველოში დააკავეს, ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

აგვისტო 7, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.