Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ერთობა არ უნდა იყოს თვითმიზანი – ოპოზიციას სჭირდება მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი სპექტრი | „ძლიერი საქართველო – ლელო“

აჭარა თაიმსი თებერვალი 19, 2026
lelo dzlieri sakartvelo_AJARATIMES.GE

„ძლიერი საქართველო – ლელო“ აცხადებს, რომ პასუხისმგებლობით ეკიდება როგორც საზოგადოების ნდობას, ისე ოპოზიციური კოორდინაციის ნებისმიერ ფორმატს. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი მიზანი უცვლელია – ქვეყანაში მმართველი სისტემის დემოკრატიული ცვლილება მშვიდობიანი გზით, არჩევნების საშუალებით.

როგორც პარტიაში განმარტავენ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ ავალდებულებს, თითოეული ინიციატივა შეფასდეს არა ემოციურად, არამედ სტრატეგიულად. „ძლიერი საქართველო – ლელო“ პროდასავლური პარტიების თანამშრომლობას მიიჩნევს შედეგზე ორიენტირებულ და პრაგმატულ აუცილებლობად, თუმცა ამავე დროს ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ალტერნატიული არჩევანი ოპოზიციურ სპექტრშიც.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს ნდობას, თანმიმდევრულობასა და შეთანხმებების შესრულების პრაქტიკას. პარტია იხსენებს ბოლო წლებში შეთავაზებულ სხვადასხვა ერთობის ფორმატს, რომლებიც, მათი შეფასებით, ვერ განხორციელდა, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც თავად იდეა, ისე საზოგადოების ნდობა მთლიანად ოპოზიციური სპექტრის მიმართ.

პარტიის პოზიციით, ერთობა არ უნდა იყოს თვითმიზანი და ის მხოლოდ ინსტრუმენტია კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. „ძლიერი საქართველო – ლელო“ აცხადებს, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით, ხოლო ყველა პოლიტიკური ძალის „ერთ ქვაბში მოქცევა“ ამარტივებს ოპონენტის ნარატივს და ამცირებს ალტერნატივის ხარისხს.

განცხადების მიხედვით, პარტია მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში, თუმცა აგრძელებს პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.

Post navigation

Previous: ბათუმში უნებართვო შენობების დემონტაჟი გრძელდება – პროცესი თევზის ბაზრის მიმდებარედ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა
Next: მიშა ბოლქვაძე: ჩემს სახლთან უცნობი ავტომობილებია, ისინი მითვალთვალებენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა – სსე ავარიის მიზეზს ადგენს

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE 3
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.