Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში უნებართვო შენობების დემონტაჟი გრძელდება – პროცესი თევზის ბაზრის მიმდებარედ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

სულხან მესხიძე თებერვალი 19, 2026
_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უნებართვოდ განთავსებული შენობების დემონტაჟს აგრძელებს. მორიგი შემთხვევა გუშინ თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც სანაპირო ზოლში არსებული მშენებარე ნაგებობა დაანგრიეს.

დემონტაჟის პარალელურად ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც უკვე მოქმედ ობიექტებში დასაქმებულები, ასევე შენობების მფლობელები. მათი განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ მუნიციპალური ინსპექციის შემდეგი გადაწყვეტილება მათ ობიექტებს შეეხება, რის გამოც პროცესს პროტესტით შეხვდნენ.

ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგებიან და მიიჩნევენ, რომ პროცესი არ არის მხოლოდ უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებული. დასაქმებულების ნაწილის შეფასებით, დემონტაჟი შესაძლოა უკავშირდებოდეს ე.წ. ხელოვნური კუნძულის პროექტს, რადგან მათი ობიექტები სწორედ მისასვლელ ტერიტორიაზე მდებარეობს და არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნულ ზონაში არსებული ნაგებობების შენარჩუნება არ სურთ.

მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობის შერჩევითი მიდგომი ეჭვებს იწვევს. უწყება განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენს იმ პირების მიმართ, ვისაც მმართველ პარტიასთან გავლენიანი კავშირები არ აქვთ. მაღალჩინოსნების უკანონო მშენებლობებზე კი რეაგირება ფაქტობრივად არ ხდება.

„აჭარა თაიმსმა“ კონკრეტული მაგალითების ნაწილი დაასახელა. კერძოდ, ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ უნებართვო მშენებლობა, მერიის მიმდებარედ, დეპუტატ გია ჭყონიას უნებართვო სამუშაოები, ასევე ხელვაჩაურის ყოფილი მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის საცხოვრებელი სახლი, რომელმაც უკანონოდ აშენდა.

აღნიშნულ ფაქტებზე კითხვები „აჭარა თაიმსმა“ მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილეს დაუსვა, რაზეც პასუხები ვერ მივიღეთ.

Post navigation

Previous: 13 საქმეზე 29 პირი დააკავეს, მათ შორის ბირთვული მასალის უკანონო შეძენის მცდელობისთვის
Next: ერთობა არ უნდა იყოს თვითმიზანი – ოპოზიციას სჭირდება მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი სპექტრი | „ძლიერი საქართველო – ლელო“

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მინისტრების მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს – ჯუმბერ ბოლქვაძე მუშაობას აგრძელებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 12, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საპატიმროში თვითდაზიანებები მიიყენა cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საპატიმროში თვითდაზიანებები მიიყენა

ოქტომბერი 13, 2026
ქობულეთში 8 ოჯახი მიწის ნაკვეთების გამო პროტესტს აგრძელებს – ტერიტორიაზე სპორტკომპლექსი უნდა აშენდეს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში 8 ოჯახი მიწის ნაკვეთების გამო პროტესტს აგრძელებს – ტერიტორიაზე სპორტკომპლექსი უნდა აშენდეს

ოქტომბერი 13, 2026
რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა

ოქტომბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 13, 2026
მინისტრების მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს – ჯუმბერ ბოლქვაძე მუშაობას აგრძელებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მინისტრების მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს – ჯუმბერ ბოლქვაძე მუშაობას აგრძელებს

ოქტომბერი 12, 2026
„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შეიქმნა – კვლევა qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შეიქმნა – კვლევა

ოქტომბერი 12, 2026
ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საპატიმროში თვითდაზიანებები მიიყენა cixe_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საპატიმროში თვითდაზიანებები მიიყენა

ოქტომბერი 13, 2026
ქობულეთში 8 ოჯახი მიწის ნაკვეთების გამო პროტესტს აგრძელებს – ტერიტორიაზე სპორტკომპლექსი უნდა აშენდეს _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში 8 ოჯახი მიწის ნაკვეთების გამო პროტესტს აგრძელებს – ტერიტორიაზე სპორტკომპლექსი უნდა აშენდეს

ოქტომბერი 13, 2026
რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა qobuleti_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა

ოქტომბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 13, 2026
მინისტრების მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს – ჯუმბერ ბოლქვაძე მუშაობას აგრძელებს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

მინისტრების მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს – ჯუმბერ ბოლქვაძე მუშაობას აგრძელებს

ოქტომბერი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.