Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

13 საქმეზე 29 პირი დააკავეს, მათ შორის ბირთვული მასალის უკანონო შეძენის მცდელობისთვის

აჭარა თაიმსი თებერვალი 19, 2026
dakaveba_ajaratimes.ge

„ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბოლო დღენახევრის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული სპეციალური და ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგად, 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 29 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, ქუთაისში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების თანახმად, ისინი ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137-ის უკანონო შეძენას გეგმავდნენ სამი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ, შემდგომ კი მის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებას.

სუს-ის განმარტებით, დაკავებულები ბოლო კვირების განმავლობაში პერიოდულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად ცდილობდნენ უკანონო გარიგებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-230-ე მუხლით მიმდინარეობს.

პარალელურად ჩატარებული ანტიკორუფციული ღონისძიებების ფარგლებში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების, სამსახურებრივი გულგრილობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 12 პირი. მათ შორის არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, მარტვილის სატყეო უბნის წარმომადგენელი და ადგილობრივი მცხოვრებლები. მსგავსი ბრალდებები ვანის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა, სადაც სამსახურებრივი სიყალბისა და მერქნიანი მცენარეების უკანონო გაჩეხვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ორი პირი ბათუმსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ბათუმში საქმე შპს „სანდასუფთავების“ ერთ-ერთი სამსახურის უფროსს ეხება, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, კომპანიის ბალანსზე არსებული სატვირთო ავტომანქანებით სამშენებლო ნარჩენების გატანის სანაცვლოდ ქრთამი აიღო.

ლაგოდეხში კი მერის წარმომადგენელს სოფელ კაბალში მოქალაქისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის თავიდან არიდებაში დახმარებას ედავებიან.

გარდა ამისა, ხუთი პირი პასუხისგებაში მიეცა მშენებლობის კოეფიციენტის უკანონო გაზრდისა და უნებართვო მშენებლობის ფაქტებზე, ე.წ. K2 კოეფიციენტებთან დაკავშირებით. სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონო რეგისტრაციის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა ექვსი პირი, ხოლო სატენდერო პირობების მორგებისა და დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების საქმეზე – ორი მოქალაქე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მიუხედავად კორუფციასთან ბრძოლის გაზრდილი მასშტაბებისა, ე.წ. „შუა რგოლის კორუფცია“ კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და ნებისმიერი მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

სუს-ის ცნობითვე, ბოლო თვეებში გატარებული შიდა რეფორმებისა და რესურსების გაძლიერების შედეგად, უწყების ოპერატიული და ანალიტიკური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო დამუშავებული ოპერატიული ინფორმაციის მოცულობა ბოლო ნახევარ წელიწადში დაახლოებით 24-ჯერ არის გაზრდილი.

Post navigation

Previous: სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღეს
Next: ბათუმში უნებართვო შენობების დემონტაჟი გრძელდება – პროცესი თევზის ბაზრის მიმდებარედ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აჭარა თაიმსი აგვისტო 14, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აგვისტო 13, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.