Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ექიმს არ სცალია, პაციენტი შიმშილობს – ოჯახის მტკიცებით, კლინიკა BMC-ში ბარიატრიული ოპერაცია დაუსაბუთებლად ჭიანურდება

სულხან მესხიძე მაისი 21, 2025
bmc klinika_AJARATIMES.GE

კლინიკა BMC-ში ბარიატრიული ოპერაციის მოლოდინში მოთავსებული პაციენტი უკვე მეექვსე დღეა მკაცრ შიმშილობაზეა, მას მხოლოდ წყლის მიღების უფლება აქვს.

ოჯახის ახლობლები ექიმის მხრიდან უყურადღებობასა და არაჯანსაღ კომუნიკაციაზე მიუთითებენ.

როგორც “აჭარა თაიმსთან” ახლობელი აცხადებს, ოპერაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, რადგან პაციენტი სოციალურად დაუცველია. თანხა სამინისტრომ უკვე გადაიხადა, თუმცა, ოპერაციის ჩატარების ზუსტი დრო ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

„ექვსი დღეა, პაციენტს მხოლოდ წყალს აძლევენ და ამბობენ, რომ ოპერაციას დღეს-ხვალ ჩაუტარებენ. თუმცა, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. ექიმი მუდმივად ცვლის მიზეზებს – ხან უშუქობას ასახელებს, ხან მოუცლელობას. იმავდროულად, ამ პერიოდში რამდენიმე სხვა პაციენტს ჩაუტარდა ანალოგიური ოპერაცია,“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

მისივე თქმით, მკურნალი ექიმი ურთიერთობისას ხშირად შეურაცხმყოფელი ტონით საუბრობს, რაც ოჯახის წევრებისთვის დამატებით სტრესს იწვევს.

„ცუდად გვესაუბრება. კონკრეტულ პასუხს ვერ გვაძლევს და თითქოს არც სცალია ჩვენთვის. ვერ ვიგებთ, რატომ ჭიანურდება ოპერაცია, როცა ფინანსური საკითხი გადაწყვეტილია.“

ოჯახი ითხოვს, პაციენტს ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩაუტარდეს, ხოლო კლინიკის ადმინისტრაციამ დეტალურად განმარტოს შეფერხების მიზეზები.

ჩვენ დავუკავშირდით კლინიკა BMC-ის, კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

განახლება:  მასალის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა ქალი, რომელმაც თავი პაციენტის შვილად წარგვიდგინა. მისი თქმის თანახმად, სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით ექიმთან, ასევე, კლინიკასთან პრეტენზია არ გააჩნიათ და რომ ინფორმაციის ჩვენთვის შეტყობინება ოჯახთან შეთანხმების გარეშე მოხდა. 

Post navigation

Previous: აკაკი ძნელაძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა — არაოფიციალურად, საქმეში ფიზიკური დაპირისპირება ფიგურირებს
Next: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 6, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სახელმწიფო ანსამბლის შენობის კედლები დაბზარულია – „ლელო“ შენობის მდგრადობის შესწავლას ითხოვს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 6, 2026
sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა

ოქტომბერი 6, 2026
ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

ოქტომბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 6, 2026
ბათუმში სახელმწიფო ანსამბლის შენობის კედლები დაბზარულია – „ლელო“ შენობის მდგრადობის შესწავლას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სახელმწიფო ანსამბლის შენობის კედლები დაბზარულია – „ლელო“ შენობის მდგრადობის შესწავლას ითხოვს

ოქტომბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 6, 2026
სარფში 8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ოქტომბერი 5, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა

ოქტომბერი 6, 2026
ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

ოქტომბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 6, 2026
ბათუმში სახელმწიფო ანსამბლის შენობის კედლები დაბზარულია – „ლელო“ შენობის მდგრადობის შესწავლას ითხოვს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში სახელმწიფო ანსამბლის შენობის კედლები დაბზარულია – „ლელო“ შენობის მდგრადობის შესწავლას ითხოვს

ოქტომბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.