Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

ვინ არის “ოცნების” დელეგატად მივლენილი გიორგი ჭყონია – ბიზნესმენი, კომფორტულად ორ ხელისუფლებასთან – აი ფაქტი

admin 12/09/2024
gia chkonia_AJARATIMES.GE

“ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატების ნაცვლად, 2024 წლის არჩევნებზე დელეგატები წარადგინა. ისინი სიის სათავეში, გამსვლელ პოზიციებზე იქნებიან და პარლამენტში რეგიონებს წარმოადგენენ.

ამ სიახლით აშკარაა, რომ მმართველი გუნდი ვერ შეელია მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც ხელისუფლებებს ყოველთვის ხელს აძლევდა, ხმების მოსაზიდად, გარანტირებული მანდატების მოსაპოვებლად და საპარლამენო კონტროლის გასანაღდებლად.

15 აგვისტოს, “ქართულმა ოცნებამ” ქობულეთის ოლქის დელეგატად ბიზნესმენი გიორგი (გია) ჭყონია მიავლინა.

ჭყონია მართავს და ფლობს სასტუმროებს, რესტორნებს, სავაჭრო ცენტრებს, კრიპტოვალუტის ბიზნესს, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს. ბიზნესმენის კარიერის პარალელურად, ახლო ურთიერთობები აქვს და ჰქონდა ხელისუფლებებთან.

ჭყონიას გავლენიანი პოლიტიკოსი მეგობრები და ერთგვარი დასაყრდენი ძალები ჰყავდა “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდშიც და ასე გააგრძელა“ქართული ოცნების” დროსაც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგვარი ადაპტაციის უნარი გამოავლინა.

ბიზნესმენი მმართველი პარტიების ფინანსური მხარდამჭერიცაა – თანხებს ჯერ “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტს სწირავდა, 2016-2024 წლებში კი ჭყონიამ, მისმა ოჯახმა და ბიზნესგარემოცვამ “ქართულ ოცნებას” 1.6 მილიონი ლარი ჩაურიცხეს. გულუხვობა დაუფასდა კიდეც – 2017 წლიდან მის კომპანიებს ტენდერები მოუმრავლდათ.

სახელმწიფო შესყიდვები გიორგი ჭყონიას ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო იყო და არის. ჭყონია 31 კომპანიის მფლობელია. მათგან სამი კი სახელმწიფო შესყიდვებით მილიონობით ლარის შემოსავალს იღებს. 2011 წლიდან დღემდე, “ბათუმი ცენტრალმა”, “შატო კვირიკემ”(ემ-თი-ეს) და “გზამ” ჯამში 457 მილიონი ლარის 186 ხელშეკრულება გააფორმეს. კომპანიები ტენდერების 73 პროცენტს უკონკურენტოდ იგებს.

შთამბეჭდავია გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებულ გავლენიან პირთა ჩამონათვალიც-ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, ბათუმის ყოფილი ვიცემერი თენგიზ პეტრიძე, აჭარის ა/რ-ის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. ჭყონიას ამ ადამიანებთან ბიზნესპარტნიორობა და მეგობრობა აკავშირებს.

რაც შეეხება ქვეყნის უმდიდრეს კაცს, ბიძინა ივანიშვილს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოლიგარქის დენდროლოგიურ პარკში გიგანტური ხეები ჭყონიას კომპანიამ, შპს “გზამ” გადაიტანა. გარდა ამისა, ოლიგარქმა გიორგი ჭყონიას მიჰყიდა თბილისის ცენტრში უკანონოდ აგებული შპს “საყვავილეს” შენობა.

ტენდერების გარდა, გიორგი ჭყონიას სახელმწიფოსგან სხვა სარგებელიც მიუღია – ქობულეთში, სასტუმრო კომპლექს “შალე კვირიკეს” ტერიტორია, რომელიც ტყის ფონდს ეკუთვნის, პრივილეგირებული პირობებით ჩაიგდო ხელში და ახლა იქ სარფიანი ბიზნესი აქვს გაჩაღებული.

აი, ასეთი წარსულის მქონე გიორგი ჭყონია აპირებს ახლა ქობულეთის დელეგატობას. თუ “ქართულ ოცნებას” ჩანაფიქრი გამოუვიდა, სახელმწიფო რესურსები და ბიზნესინტერესები კიდევ უფრო გადაიჯაჭვება. შედეგად კი ჩნდება რისკი, რომ მეტი საქმე მოგვარდეს უკვე კარგად ნაცადი მეთოდით – “ქართულ ჯიგრულ პონტში”.

მასალა მომზადებულია “აი ფაქტის” მიერ. ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: დიდი 10 არმია VS ბათუმი
Next: ბათუმში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

admin 04/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე სამი პირი დააკავეს

admin 03/10/2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საია პირველად ვერ დააკვირდება არჩევნებს – ორგანიზაცია შეზღუდვებზე საუბრობს

admin 25/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025
ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

12/10/2025
ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

12/10/2025
“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება ragbi_AJARATIMES.GE
  • სპორტი

“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება

11/10/2025
ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11/10/2025
აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025
ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

12/10/2025
ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

12/10/2025
“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება ragbi_AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება

11/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.