Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

თავმჯდომარე უარყოფს სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ბათუმის საკრებულოში

აჭარა თაიმსი ნოემბერი 10, 2025
ivane maisuradze_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ივანე მაისურაძესა და მის თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება მოხდა. „აჭარა თაიმსის“ წყაროს ინფორმაციით, ივანე მაისურაძე, ირაკლი თავდგირიძე და დავით მიქელაძე ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

წყაროს ცნობით, დაპირისპირების მიზეზი საკრებულოში საკუთარი კადრების დანიშვნის საკითხი გახდა. თავდგირიძესა და მიქელაძეს სხვადასხვა პოზიციაზე თავიანთი კანდიდატების აყვანა სურდათ, რასაც საკრებულოს თავმჯდომარე არ დათანხმდა. კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ, საკრებულოს შენობაში მოხდა.

წყაროს ცნობითვე, ინციდენტის შემდეგ, ივანე მაისურაძემ ირაკლი თავდგირიძესა და დავით მიქელაძეს დაკავებული თანამდებობების დატოვება მოსთხოვა.

თავდგირიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ხოლო მიქელაძე – განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. ისინი აღნიშნულ თანამდებობებზე საკრებულოს წინა სხდომაზე აირჩიეს.

დღეს გამართულ სხდომას ირაკლი თავდგირიძე არ დასწრებია – მისი ტელეფონი გამორთულია და კომენტარის მიღება ვერ მოვახერხეთ. დავით მიქელაძემ კი „აჭარა თაიმსთან“ საუბარში ამტკიცებს, რომ ივანე მაისურაძესთან კონფლიქტი არ ჰქონია და თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დაპირისპირების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძეც. „მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. აღნიშნულმა პირებმა გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღეს,“ – განაცხადა მაისურაძემ „აჭარა თაიმსთან“ სატელეფონო საუბარში.

Post navigation

Previous: შუახევის უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
Next: თელავივიდან ბათუმში მომავალი რეისი აეროპორტში დაფრენას ვერ ახერხებს – თვითმფრინავი ქალაქის თავზე მანევრირებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აჭარა თაიმსი აპრილი 29, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო

სულხან მესხიძე აპრილი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ს/კ ბათუმმა“ ფლეი-ოფის მესამე შეხვედრა მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ს/კ ბათუმმა“ ფლეი-ოფის მესამე შეხვედრა მოიგო

მაისი 1, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

აპრილი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 30, 2026
ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა

აპრილი 30, 2026
სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აპრილი 30, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აპრილი 30, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ფლეი-ოფის მესამე შეხვედრა მოიგო _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„ს/კ ბათუმმა“ ფლეი-ოფის მესამე შეხვედრა მოიგო

მაისი 1, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

აპრილი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 30, 2026
ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა

აპრილი 30, 2026
სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აპრილი 30, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.