Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა – IDFI

აჭარა თაიმსი დეკემბერი 24, 2024
sajaro informacia, dokumenti

IDFI-ის ინფორმაციით, 2010 წლის შემდგომ პირველად, საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა არ აქვს. 2024 წლის დეკემბრიდან თანამდებობის პირთა დეკლარაციების პორტალს დაედო ე.წ. ავტორიზაციის ფუნქცია. ავტორიზაცია არ იძლევა ახალი მომხმარებლის რეგისტრაციის შესაძლებლობას.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ავტორიზაცია ასევე შეუძლებელია ახალი პირადობის მოწმობით. დეკლარაციების პორტალზე განთავსებულ საჯარო ინფორმაციაზე დაინტერესებულ პირს წვდომა აღარ აქვს.

“ამ საკითხზე ანტიკორუფციულ ბიუროს არანაირი განმარტება არ გაუვრცელებია. 2024 წლის 6 დეკემბერს IDFI-მ ბიუროსგან მოითხოვა საჯარო ინფორმაცია დეკლარაციებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ოფიციალური პასუხის მიღებამდე ბიურომ ვერბალურად განგვიმარტა, რომ ცვლილება გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, თუმცა ბიუროს მიერ 17 დეკემბერს ოფიციალურად მოწოდებულ პასუხში ტექნიკური ხარვეზი საერთოდ არ არის ნახსენები. 

ანტიკორუფციული ბიუროს წერილობით პასუხში მითითებულია, რომ ბიუროს აკისრია დეკლარაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ამოცანა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საჯარო ინფორმაციის განცხადების მოთხოვნით. ბიურო დამატებით განმარტავს, რომ დეკლარაციების ადმინისტრირების სამართლებრივი ბაზა არ შეცვლილა.  

აღნიშნული პასუხიდან ირიბად დასტურდება, რომ საქართველოში დეკლარაციების გამოქვეყნება აიკრძალა მენეჯერული გადაწყვეტილების საფუძველზე. თუმცა, საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, IDFI-მ ბიუროში გააგზავნა დამაზუსტებელი მოთხოვნა, პირდაპირი და ნათელი პასუხის მისაღებად. 

არსებული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დააბრუნა 2010 წლამდე არსებული მდგომარეობა და აკრძალა თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე საზოგადოების პროაქტიული წვდომა. IDFI მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება პორტალის ფუნქციონირების შეჩერების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და აღადგინოს დეკლარაციების საჯარო პორტალის ხელმისაწვდომობა,” – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

Post navigation

Previous: მედროშე ბაბუ – ბათუმის აქციების სიმბოლო
Next: მეთევზეთა უჩვეულოდ დიდი რაოდენობა აჭარის სანაპიროზე – რა ხდება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

avtobusi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

სექტემბერი 25, 2026
ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა avtobusi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა

სექტემბერი 25, 2026
რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026
ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა

სექტემბერი 24, 2026
ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

სექტემბერი 25, 2026
ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა avtobusi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა

სექტემბერი 25, 2026
რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.