ქობულეთში, მაშველების მიერ ზღვიდან ამოყვანილი უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, კაცი მაშველებმა ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაციისა და პირველადი დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დღეს აჭარის სანაპირო ზოლზე შტორმული მდგომარეობაა. ძლიერი ღელვის გამო ზღვაში ბანაობა რეკომენდებული არ არის.
მაშველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ უსაფრთხოების წესები და შტორმის დროს ზღვაში არ შევიდნენ.

