Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

მეჩაიეობის კულტურის მივიწყება არახალი თემაა – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი

სულხან მესხიძე მარტი 22, 2024
chai_ajaratimes.ge

“აჭარაში ყოველთვის წამყვანი კულტურა იყო მეჩაიეობა, რაზეც არაფერი გითქვამს,” – კითხვით აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დეპუტატმა დავით თედორაძემ მიმართა. ზაზა შავაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიში, უმაღლესს საბჭოში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც კანონმდებლების კითხვებსაც უპასუხა.

დავით თედორაძე დაინტერესდა რა პერსპექტივა აქვს მეჩაიეობის დარგს რეგიონში და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ ადგილობრივებს.

“ეს მომგებიანი კულტურაა და წესით ბიზნესი დაინტერესებული იქნება. ჩემს სოფელში, ერგეში, უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს ჩაის და ხალხი მუშაობდა წლების წინ. ჩაი გავერანების პირასაა. რა პროგრამები აქვს ამ მიმართულებით სამინისტროს,” – აღნიშნა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დავით თედორაძემ.

“აჭარა თაიმსი” თემით დაინტერესდა და მინისტრს განმარტება სთხოვა. ზაზა შავაძის თქმით, მეჩაიეობის მივიწყება არახალი თემაა. შავაძე ფერმერებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

“ნებისმიერ მეჩაიე ფერმერს აქვს საშუალება რომ მოვიდეს და ჩაერთოს პროგრამებში, რასაც სამინისტრო ახორციელებს. ჩვენ ნებისმიერ შეთხვევაში ვემხრობით დარგის განვითარებას. ფაქტია, რომ ინტერესი დაბალია და შესაბამისად მაგიტომაცაა დარგი ამ მდგომარეობაში. საერთაშორისო და მეზობელ ქვეყანაში არსებული კონკურენციის პირობებში ჩვენ უკეთესი შედეგი არ გვაქვს. მეჩაიეობის მივიწყება არახალი თემაა, კარგი იქნება თუ ვინმე დაინტერესდება,” – განაცხადა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას ზაზა შავაძემ.

რას აკეთებს სამინისტრო დარგი პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის, ასევე, ხედავს თუ არა სამინისტრო შექმნილ ვითარებაში თავის წილ პასუხისმგებლობას – კითხვებზე ზაზა შავაძემ არ გვიპასუხა და ინტერვიუს შეწყვეტა მოითხოვა.

ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ამ კუთხით დაინტერესებულ პირს ხელს უწყობს. კერძოდ, მისი თქმით, ფინანსური დახმარება შესაძლებელია ტექნიკის შეძენასა და საწარმოს შექმნაზე.

“ნამდვილად საწყენია, რომ ჩვენს რეგიონში ნაკლებად ინტერესდებიან ჩაით,” – თქვა ანგარიშის წარდგენის დასასრულს ზაზა შავაძემ.

აქვე დაგაინტერესებთ: მეთამბაქოეობის სუფსიდირებას ან რაიმეს სახის მხარდაჭერა არ ვაპირებთ – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი

 

Post navigation

Previous: ბათუმში დააკავეს კაცი, რომლის ბინიდან ნივთმკიცების სახით, მახირუანა და კანაფი ამოიღეს
Next: თურქეთში, 40 დღის ბათუმელი ბავშვის ოპერაცია სიმსივნეზე წარმატებით დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

mandarini, citrusi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ლევან ურიდია ნოემბერი 15, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ლევან ურიდია ნოემბერი 14, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ლევან ურიდია ნოემბერი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„სკ ბათუმი“ „თელავთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ „თელავთან“ დამარცხდა

ნოემბერი 15, 2026
მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
„სკ ბათუმი“ „თელავთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ „თელავთან“ დამარცხდა

ნოემბერი 15, 2026
მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.