Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

მოვუწოდებთ პროკურატურას გამოიძიოს არჩევნების გაყალბება – “ჩემი ხმა”

admin 06/11/2024
archevnebi_AJARATIMES.GE

სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, რომ არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა, არამედ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული გაყალბების ფაქტები გამოიძიოს.

სადამკვირვებლო კოალიციამ “ჩემი ხმა” საზოგადოებას მრავალჯერ მიაწოდა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების გაყალბების სქემების, ფორმებისა და გაყალბების პროცესში სავარაუდოდ ჩართულ პირთა შესახებ, ასევე არაერთხელ მოუწოდა პროკურატურას, გამოეძიებინა ის ათეულობით დანაშაული, რომლებიც ფოტო და ვიდეო მასალაზეა აღბეჭდილი: პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენება/ხელყოფა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, სხვისი პირადობის მოწმობებითა და პირადი ნომრებით ხმის მიცემა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ძალადობა, ამომრჩევლებზე ზეწოლა და  სხვა ფაქტები.

საჯაროდ ხელმისაწვდომია ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ჟურნალისტური გამოძიებები და ცესკოში წარდგენილი საჩივრები, რომლებიც ნათლად ასახავს არჩევნების გაყალბების სქემებს და აიდენტიფიცირებს კონკრეტულ პირებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ დარღვევებში მონაწილეობდნენ. თუმცა, პროკურატურამ ამ ფაქტებზე დროული რეაგირების, განადგურების საფრთხის ქვეშ არსებული მტკიცებულებების დაუყოვნებლივ მოპოვებისა და კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებში უშუალოდ მონაწილე პირთა გამოკითხვის ნაცვლად, გამოძიება დაიწყო მხოლოდ 30 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე და ახლა საგამოძიებო ფუნქციების შესრულებას ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დანაშაულის ნიშნების შემცველი არაერთი განცხადების, მათ შორის კოალიციის მხრიდან, გავრცელების მიუხედავად, გამოძიებაც კი არ დაწყებულა პირადობების მოწმებობის ჩამორთმევის, ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით ამომრჩევლებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ამომრჩეველთა პერსონალური ინფორმაციის შეგროვების არც ერთ ფაქტზე. 

ჩვენი არაერთი განცხადების საპასუხოდ – მომხდარიყო დროული რეაგირება დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტეზე, დღეს პროკურატურამ მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხა კოალიცია „ჩემი ხმის“ წევრი და პრეს-სპიკერი – ლონდა თოლორაია. ჩვენების მისაცემად, შესაძლოა, კოალიციის სხვა წევრებიც დაიბარონ. მიუხედავად კოალიციის სურვილისა – არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულები გამოძიებულიყო ობიექტურად, 6 ნოემბერს ლონდა თოლორაიასთვის დაკითხვის პროცესში პროკურატურის წარმომადგენელთა მხრიდან დასმული კითხვები მიანიშნებს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიზანია არა დანაშაულის ფაქტების შესახებ ობიექტური, დროული ინფორმაციის მიღება და და ეფექტიანი გამოძიება, არამედ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების გამყარება. 

ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ნების არსებობის პირობებში, პროკურატურას გამოძების დროულად დაწყების პარარლელურად, უნდა მოეპოვებინა და შეესწავლა დანაშაულის ამსახველი უშუალო მტკიცებულებები, უნდა დაეიდენტიფიცირებინა ფოტო-ვიდეო მასალებში იდენტიფიცირებული და თვითმხილველი პირები და დაუყოვნებლივ გამოეკითხა ისინი,  ვინაიდან არსებობს მათზე ზეწოლის საფრთხე. 

ის ფაქტი, რომ პროკურატურა, არჩევნების ჩატარებიდან 2 კვირის თავზე შემოიფარგლება მხოლოდ კოალიციის წევრების გამოკითხვით და ამ ეტაპამდე არ აქვს შესწავლილი კოალიციის მიერ წარდგენილი საჩივრები, კოალიციის მიერ გასაჯაროებული ვიდეო და ფოტო მასალა, მედია საშუალებებისა და მოქალაქეების მიერ საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები და თვითმხილველთა ჩვენებები და ამ დრომდე არ დაუწყია ამ მასალებში იდენტიფიცირებადი პირების გამოკითხვა, ადასტურებს რომ საგამოძიებო ორგანოს მიზანია არა დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება, არამედ გამოძიების გაჭიანურება, კოალიციის საქმიანობის შეფერხება და კოალიციის წევრებზე ზეწოლა”. – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: რა სახის საჩივრები დაწერეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტიებმა აჭარაში
Next: ადამიანის პაპილომავირუსი – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

admin 04/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე სამი პირი დააკავეს

admin 03/10/2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საია პირველად ვერ დააკვირდება არჩევნებს – ორგანიზაცია შეზღუდვებზე საუბრობს

admin 25/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

27/10/2025
შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

27/10/2025
აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა nadiroba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

27/10/2025
“დინამო ბათუმმა” გაგრასთან” შეხვედრა წააგო fexburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

“დინამო ბათუმმა” გაგრასთან” შეხვედრა წააგო

27/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

27/10/2025
შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა batumis porti_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

27/10/2025
აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა nadiroba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

27/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.