Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

მომდევნო 3 თვე ელექტროენერგია არ გაძვირდება

აჭარა თაიმსი დეკემბერი 29, 2025
shuqi_AJARATIMES.GE

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ  დღეს გამართულ სხდომაზე ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების 3 თვით გადავადების გადაწყვეტილება მიიღო.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფების გადახედვის პროცესის გადავადების თხოვნით კომისიას ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა მიმართეს. მისივე განმარტებით, ბუნებრივ აირზე ტარიფების ზრდა არ იგეგმება და არსებული ტარიფები შენარჩუნდება.

დავით ნარმანიას თქმით, კომისია ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებსა და ცალკეული დეტალების დაზუსტებაზე. ამასთან, გაიმართა კონსულტაციები საქართველოს პრემიერმინისტრთან.

„ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის ელექტროენერგიის ბალანსები და ის, როგორი იქნება მომდევნო წლის მოსალოდნელი გენერაცია. სწორედ ამიტომ, კომისია დღეს იმსჯელებს დროებითი ტარიფების დაწესებაზე, რაც გულისხმობს, რომ ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი ტარიფები მომდევნო სამი თვის განმავლობაში უცვლელი დარჩება,“ – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ბუნებრივ აირზე ტარიფების ზრდა ისედაც არ იყო დაგეგმილი და ამ მიმართულებით ცვლილებები არ მოხდება. ნარმანიამ ასევე აღნიშნა, რომ კონსულტაციები მთავრობასთან ბუნებრივი პროცესია, ვინაიდან ელექტროენერგეტიკის სექტორში რიგი საკითხები, მათ შორის ბალანსები, გენერაციის პროგნოზირება და ჰიდროსადგურების დერეგულირება, მთავრობის პრეროგატივას მიეკუთვნება და სემეკის გადაწყვეტილებებიც ამ მონაცემებზეა დაფუძნებული.

Post navigation

Previous: ბათუმში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის 7 მოქალაქე დააკავეს – დახურულია 12 ობიექტი
Next: აჭარაში ქმარმა მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აჭარა თაიმსი აგვისტო 14, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აგვისტო 16, 2026
ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აგვისტო 16, 2026
ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.