Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

“ოცნების” დელეგატები აჭარიდან – რა ვიცით კანდიდატებზე

სულხან მესხიძე Posted on 1 წელი ago
gia chkonia, archil beridze, anzor bolqvadze_AJARATIMES.GE

პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” დელაგატები წარადგინა, მათ შორის აჭარიდანაც. ბიზნესმენი გია ჭყონია, მომღერალი არჩილ ბერიძე და დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე – ეს სამი კანდიდატი ეყოლება მმართველ პარტიას წარმოდგენილი არჩევნებზე.

„ბათუმში იქნება არჩილ ბერიძე, რომელსაც თქვენ იცნობთ ჯგუფ „ალილოდან“. ქობულეთში წარმატებული ბიზნესმენი, გია ჭყონია. ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევი კი, ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი დეპუტატი. ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ კანდიდატების წარდგენისას. 

  • ანზორ ბოლქვაძე ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია, ის პირველად საკანონდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” სახელით შევიდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, ბოლქვაძე “ქართულ ოცნებას” შეუერთდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანზორ ბოლქვაძე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატია. მესამე სექტორის კვლევის შედეგად, ბოლქვაძე კორუფციულ სქემებშიც ფიგურირებს. ცნობისთვის, აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარის, ნათესავების კომპანიებმა 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 16 520 805 ₾არი მიიღეს.
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, გიორგი ჭყონიამ, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია, 2011-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 335,638,719 ₾არი მიიღო. ჭყონია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია. ამის დასტური პარტიებისთვის შეწირული თანხის სტატისტიკაა, სადაც წერია, რომ მან და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიასა და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში, 1,394,000 ₾არი შესწირეს.
  • არჩილ ბერიძე პოლიტიკაში ახალი სახეა, თუმცა ის “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული მომღერალია. მისი ღონისძიებების ორგანიზატორი და დამფინანსებელი ძირითადად საჯარო უწყებებია.

ინფორმაციისთვის: დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.


აქვე დაგაინტერესებთ ⇓

  • აჭარაში სხვა რეგიონებიდან ამომრჩეველთა გადმოწერა მიმდინარეობს – ნინო ჩხეტია
  • პოლიტიკური კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები ტიკტოკზე

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: პოლიტიკის დოკუმენტი ეკოლოგიაზე, ოპოზიციური პარტიებისთვის
Next: ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

admin Posted on 2 დღის ago 0
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, არიან დაშავებულები

admin Posted on 2 დღის ago 0
saprotesto aqcia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

წინააღმდეგობის ერთი წელი – საქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება

admin Posted on 3 დღის ago 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ოპოზიციური პარტიები BBC-ის ფილმს ეხმიანებიან და საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ bbc_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიები BBC-ის ფილმს ეხმიანებიან და საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ

Posted on 1 საათის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 4 საათის ago 0
ქობულეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

Posted on 7 საათის ago 0
BBC: მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს პროტესტებზე შესაძლოა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

BBC: მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს პროტესტებზე შესაძლოა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს

Posted on 8 საათის ago 0
ბათუმში დასრულდა იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის აღიარების დღისადმი მიძღვნილი მე-2 საერთაშორისო ტურნირი _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში დასრულდა იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის აღიარების დღისადმი მიძღვნილი მე-2 საერთაშორისო ტურნირი

Posted on 8 საათის ago 0
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

Posted on 2 დღის ago 0
ოპოზიციური პარტიები BBC-ის ფილმს ეხმიანებიან და საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ bbc_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიები BBC-ის ფილმს ეხმიანებიან და საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ

Posted on 1 საათის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 4 საათის ago 0
ქობულეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

Posted on 7 საათის ago 0
BBC: მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს პროტესტებზე შესაძლოა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

BBC: მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს პროტესტებზე შესაძლოა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს

Posted on 8 საათის ago 0
ბათუმში დასრულდა იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის აღიარების დღისადმი მიძღვნილი მე-2 საერთაშორისო ტურნირი _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

ბათუმში დასრულდა იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის აღიარების დღისადმი მიძღვნილი მე-2 საერთაშორისო ტურნირი

Posted on 8 საათის ago 0

სიახლეების კალენდარი

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.