Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

აჭარაში სხვა რეგიონებიდან ამომრჩეველთა გადმოწერა მიმდინარეობს – ნინო ჩხეტია

სულხან მესხიძე ივლისი 17, 2024
nino chxetia_AJARATIMES.GE

აჭარაში სხვა რეგიონებიდან ამომრჩეველთა გადმოწერა მიმდინარეობს- ამის შესახებ “გახარია-საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციის წევრმა, ნინო ჩხეტიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო კოდექსში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ უამრავი ცვლილება განხორციელდა.

ნინო ჩხეტიას მიაჩნია, რომ “ქართული ოცნების” პირობებში არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარების იმედს არ იძლევა.

“საქართველოს საარჩევნო კოდექსში უამრავი ცვლილება განხორციელდა, რეალურად უფლებები იყო ერთი მიზნით განპირობებული “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე მორგება, ეს რაღაც ვირუსული გადადება ადგილობრივ ხელისუფლებაზე მოხდა.

11 ივლისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში დარეგისტრირდა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებები. უმრავლესობამ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, რომ ცვლილება ტექნიკური ხასიათის არის, რაც აბსოლიტური ტყუილია, ვინაიდან ფუნდამენტური ხასიათის ცვლილებებია.

განსაკუთრებით ეხება, იმ ძალიან მნიშვნელოვან რგოლს, რომელიც არის კანონპროექტში წარმოდგენილი, რომელიც მანდატების განაწილებას გულისხმობს. ცვლილების განხორციელების შედეგეგად მანდატების განაწილების წესი იცვლება. მანდატების განაწილების არსებული წესი გაუნაწილებელ მანდატებს არ ტოვებდა, შემოთავაზებული წესი კი გათვლილია მანდატების მორჩენაზე, რომლის მითვისებასაც ცდილობს “ქართული ოცნება”.

აჭარის უმაღლესი საბჭო 21 დეპუტატისგან შედგება, სადაც ერთ მათგანსაც უმრავლესობის ფორმირებისთვის უღარესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ცვლილება ხორციელდება ე.წ დანართის სახით – დელეგატის ნაწილი. საქართველოს პარლამენტის მსგავსად, რაიონებთან დაკავშირებით მითითებული იქნება ე.წ. დელეგატი, რეალურად ამით არის “ქართული ოცნების” მხრიდან უგულებელყოფა, პირველ რიგში იმისა რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა, ამავდროულად არსებული მაჟორიტარული სისტემის მახინჯი პრაქტისკის გამეორება.

გარდა ამისა, აქტიურად მუშაობს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვა რეგიონებოდან ამომრჩევლების გადმოწერა. 2021 წლის არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” ბათუმში წააგო და აუცილებელი გახდა შუალედური არჩევნების ჩატარება. უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რეალურად საქართველის პარლამენტის მიმართ არჩევნებთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” სურათს ვერ იცვლება, მაგრამ აჭარაში შესაძლოა სხვა რეალობა დადგეს.~.

დავიწყეთ მონიტორინგი ამომრჩეველთა ბაზების და ნებისმიერი ცვლილება თუ ამ მიმართულებით, უახლოეს თვეების განმავლობაში განხორციელდება ბუნებრივია გვექნება მკაცრია რეაქცია. ეს არის უაღრესი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პრაქტიკულად წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დონეზე კითხვით ნიშნებს აჩენს მიმდინარე არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხში”,- განაცხადა ნინო ჩხეტიამ ბრიფინგზე.

ინფორმაციისთვის: ბრიფინგს “ქართული ოცნება” არ პასუხობს.

Post navigation

Previous: B ჰეპატიტზე მკურნალობა უფასო იქნება
Next: ხალხი ზღვისა და სანაპიროს გარეშე – რას ითხოვს მოსახლეობა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 8, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.