Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • არჩევნები

“ოცნების” დელეგატები ნეპოტიზმითა და უკონკურენტოდ ტენდერების მოგებით გამდიდრდნენ – ენმ

სულხან მესხიძე აგვისტო 20, 2024
rezo xarazi, bondo tedoradze_AJARATIMES.GE

„ოცნების მიერ, აჭარაში წარმოდგენილი დელეგატები, ანზორ ბოლქვაძე და გია ჭყონია ნეპოტიზმითა და უკონკურენტოდ ტენდერების მოგებით გამდიდრდნენ,” – ამის შესახებ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განაცხადეს.

ბონდო თედორაძისა და რეზო ხარაზის შეფასებით, ბიზნესმენები გამარჯვების შემდეგ საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნებენ და მათ ხალხი ისევ არ გაახსენდებათ.

“ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მაჟორიტარული სისტემა მივაბარეთ წარსულს, თუმცა, “ოცნება” მაინც ებღაუჭება მას და ამჯერად ივანიშვილმა თავისი ,,დელეცები“ წარმოგვიდგინა ე.წ დელეგატების სახით. მინდა, კარგად იცოდეს საზოგადოებამ, ვინ არიან ეს ადამიანები, როგორ მოახერხეს ივანიშვილის ,,დელეცად“ წოდებულმა ანზორ ბოლქვაძემ და გია ჭყონიამ გამდიდრება იმ ფონზე, როცა აჭარაში ოფიციალური სტატისტიკით 147 000 ადამიანი სიღარიბეს ებრძვის, აქედან 25 000 ბავშვი სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო შემწეობაზეა. როგორ მოახერხეს აჭარის სანაპიროზე საუკეთესო ადგილების მიწების მისაკუთრება, როგორ მოახერხეს ყველა მსხვილი ტენდერის უკონკურენტოდ მოგება. მაგალითად, დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიაში, ნეპოტიზმი არის მისი მთავარი ხაზი და რაც მნიშვნელოვანია, ის აკონტროლებს მაღალმთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს თავისი საცეცებით,” – განაცხადა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე. 

 

“ივანიშვილი, ნაცვლად სიღარიბის დაძლევისა, ნაცვლად სიახლისა – გვაბრუნებს წარსულში, სადაც კორუფციით, ნეპოტიზმით, ტენდერების ჩაწყობით, ახლა უკვე თავისი ე.წ დელე(ც)გატი გია ჭყონია შესთავაზა აჭარას და კონკრეტულად, ქობულეთს. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ერთ მხარეს არის მილიონერი გია ჭყონია თავისი ჩაწყობილი ტენდერებით, მწვანე კონცხზე და არა მარტო იქ, გროშებად მიტაცებული სახელმწიფო მიწებით, ოცნებაზე შეწირული მილიონობით ლარით, სახელმწიფო აუდიტის არაერთი დასკვნა, სადაც არაჯეროვნად ხშირ შემთხვევებში კორუფციული გზით ხდებოდა მოგებული ტენდერების განხორციელება; ხოლო, მეორე მხარეს არის ევროპული, ცივილიზებული, წარმატებული სახელმწიფოს იდეა, სადაც ხელისუფალი ზრუნავს ახალზე და ასრულებს ხალხის დაკვეთას, წარმატებულ ბიზნესს კი აქვს თავისი ადგილი,” – განაცხადა ბონდო თედორაძემ.

ინფორმაციისთვის: პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” დელაგატები წარადგინა, მათ შორის აჭარიდანაც. ბიზნესმენი გია ჭყონია, მომღერალი არჩილ ბერიძე და დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე – ეს სამი კანდიდატი ეყოლება მმართველ პარტიას წარმოდგენილი არჩევნებზე.

აქვე დაგაინტერესებთ:

  • “ოცნების” დელეგატები აჭარიდან – რა ვიცით კანდიდატებზე
  • იუსტიციის სამინისტრომ ფართი „ოცნების” შემწირველი გიორგი ჭყონიას კომპანიისგან იქირავა – TI

 

Post navigation

Previous: მოსახლეობა სასმელს წყალს ითხოვს
Next: ბათუმის თევზის ბაზარში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია გამოვლინდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე სამი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 3, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა

მაისი 1, 2026
სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ნაოსნობის წესების დარღვევისთვის კონტეინერმზიდი გემი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნაოსნობის წესების დარღვევისთვის კონტეინერმზიდი გემი დააკავეს

მაისი 1, 2026
ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა

მაისი 1, 2026
სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.