Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

“ოცნების” დელეგატები აჭარიდან – რა ვიცით კანდიდატებზე

სულხან მესხიძე აგვისტო 15, 2024
gia chkonia, archil beridze, anzor bolqvadze_AJARATIMES.GE

პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” დელაგატები წარადგინა, მათ შორის აჭარიდანაც. ბიზნესმენი გია ჭყონია, მომღერალი არჩილ ბერიძე და დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე – ეს სამი კანდიდატი ეყოლება მმართველ პარტიას წარმოდგენილი არჩევნებზე.

„ბათუმში იქნება არჩილ ბერიძე, რომელსაც თქვენ იცნობთ ჯგუფ „ალილოდან“. ქობულეთში წარმატებული ბიზნესმენი, გია ჭყონია. ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევი კი, ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი დეპუტატი. ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ კანდიდატების წარდგენისას. 

  • ანზორ ბოლქვაძე ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია, ის პირველად საკანონდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” სახელით შევიდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, ბოლქვაძე “ქართულ ოცნებას” შეუერთდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანზორ ბოლქვაძე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატია. მესამე სექტორის კვლევის შედეგად, ბოლქვაძე კორუფციულ სქემებშიც ფიგურირებს. ცნობისთვის, აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარის, ნათესავების კომპანიებმა 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 16 520 805 ₾არი მიიღეს.
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, გიორგი ჭყონიამ, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია, 2011-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 335,638,719 ₾არი მიიღო. ჭყონია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია. ამის დასტური პარტიებისთვის შეწირული თანხის სტატისტიკაა, სადაც წერია, რომ მან და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიასა და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში, 1,394,000 ₾არი შესწირეს.
  • არჩილ ბერიძე პოლიტიკაში ახალი სახეა, თუმცა ის “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული მომღერალია. მისი ღონისძიებების ორგანიზატორი და დამფინანსებელი ძირითადად საჯარო უწყებებია.

ინფორმაციისთვის: დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.


აქვე დაგაინტერესებთ ⇓

  • აჭარაში სხვა რეგიონებიდან ამომრჩეველთა გადმოწერა მიმდინარეობს – ნინო ჩხეტია
  • პოლიტიკური კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები ტიკტოკზე

Post navigation

Previous: პოლიტიკის დოკუმენტი ეკოლოგიაზე, ოპოზიციური პარტიებისთვის
Next: ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
_AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 21, 2026
gza,transporti_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.