Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

პატიმრებს კვლავ აშიშვლებენ, აქციებზე დაკავებულთა ნახევარზე მეტი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – სახალხო დამცველი

აჭარა თაიმსი ივნისი 22, 2026
aqcia batumshi_AJARATIMES.GE

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში 2025 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევები შეაჯამა.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებს. ომბუდსმენის ინფორმაციით, კვლავ ფიქსირდება პატიმრების, მათ შორის არასრულწლოვანების, პირველადი შესახლების დროს სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკა, რაც დებულებებს ეწინააღმდეგება და დამამცირებელ მოპყრობად ფასდება.

დოკუმენტში საუბარია ასევე პატიმრების მხრიდან გაჭიანურებული და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების შესახებ არსებულ საჩივრებზე, გადატვირთულობაზე და რესოციალიზაციის პროგრამების დეფიციტზე.

ანგარიშის მიხედვით, დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მსჯავრდებულები დღეში 23 საათს საკნებში ატარებენ.

სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემურია აქციებზე დაკავებულთა მიმართ მოპყრობის საკითხიც.

ანგარიშის წარდგენის დროისთვის ომბუდსმენის წარმომადგენლებმა ჯამში 573 დაკავებული მოინახულეს, რომელთაგან 302 სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, ხოლო 194-ს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

ივნისის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მონახულებული 131 დაკავებულიდან 35 პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა.

დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. სახალხო დამცველის განცხადებით, გაიზარდა უკანონო პატიმრობის ხანგრძლივობის შემთხვევები, ხოლო გალისა და ახალგორის სკოლებში დაწყებით კლასებში ქართულ ენაზე სწავლება სრულად ჩანაცვლდა უცხო ენის სტატუსით.

ომბუდსმენი ასევე აკრიტიკებს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს და აცხადებს, რომ შესაბამისი ნორმების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასახელებულია საჯარო სექტორიდან თანამშრომლების სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევებიც.

ამასთან, ლევან იოსელიანმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რათა აღმოიფხვრას პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულებს არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია ავტომატურად ეზღუდებათ.

Post navigation

Previous: მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ
Next: აჭარის პროკურატურა აცხადებს, რომ სულხან მესხიძეზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

ქალაქებში მოსახლეობა იზრდება, სოფლებში კი მცირდება – საქსტატის 2024 წლის აღწერის შედეგები ცნობილია

აჭარა თაიმსი ივნისი 22, 2026
saskolo formebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ

აჭარა თაიმსი ივნისი 20, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქალაქებში მოსახლეობა იზრდება, სოფლებში კი მცირდება – საქსტატის 2024 წლის აღწერის შედეგები ცნობილია xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

ქალაქებში მოსახლეობა იზრდება, სოფლებში კი მცირდება – საქსტატის 2024 წლის აღწერის შედეგები ცნობილია

ივნისი 22, 2026
საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის მიუხედავად, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის მიუხედავად, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ივნისი 22, 2026
აჭარის პროკურატურა აცხადებს, რომ სულხან მესხიძეზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

აჭარის პროკურატურა აცხადებს, რომ სულხან მესხიძეზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

ივნისი 22, 2026
პატიმრებს კვლავ აშიშვლებენ, აქციებზე დაკავებულთა ნახევარზე მეტი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – სახალხო დამცველი aqcia batumshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პატიმრებს კვლავ აშიშვლებენ, აქციებზე დაკავებულთა ნახევარზე მეტი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – სახალხო დამცველი

ივნისი 22, 2026
მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ saskolo formebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ

ივნისი 20, 2026
„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს

ივნისი 19, 2026
ქალაქებში მოსახლეობა იზრდება, სოფლებში კი მცირდება – საქსტატის 2024 წლის აღწერის შედეგები ცნობილია xalxi_.ajaratimes.ge 1
  • საქართველო

ქალაქებში მოსახლეობა იზრდება, სოფლებში კი მცირდება – საქსტატის 2024 წლის აღწერის შედეგები ცნობილია

ივნისი 22, 2026
საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის მიუხედავად, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის მიუხედავად, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ივნისი 22, 2026
აჭარის პროკურატურა აცხადებს, რომ სულხან მესხიძეზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

აჭარის პროკურატურა აცხადებს, რომ სულხან მესხიძეზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

ივნისი 22, 2026
პატიმრებს კვლავ აშიშვლებენ, აქციებზე დაკავებულთა ნახევარზე მეტი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – სახალხო დამცველი aqcia batumshi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

პატიმრებს კვლავ აშიშვლებენ, აქციებზე დაკავებულთა ნახევარზე მეტი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – სახალხო დამცველი

ივნისი 22, 2026
მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ saskolo formebi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ

ივნისი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.