Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე 14 პირი ამხილეს, მათგან 5 – დააკავეს

აჭარა თაიმსი დეკემბერი 12, 2023
policia_ajaratimes.ge

2023 წელს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილე, მათგან 5 – დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, არასრულწლოვანი გოგონების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.შ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წალკის რაიონში მცხოვრებმა ბრალდებულმა, სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლის გამოყენებითაც 2023 წლის მაისსა და სექტემბერში კომუნიკაცია სამ არასრულწლოვან დაზარალებულ გოგონასთან დაამყარა. ბრალდებულმა არასრულწლოვნების ნდობა მოიპოვა, რის შემდეგაც მოტყუების და იძულების ხერხით, გადააღებინა და გადააგზავნინა ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები. მათ შორის, ორი დაზარალებული არასრულწლოვნისგან გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტო საჯაროდ განათავსა მის მიერ შექმნილ სოციალური ქსელის ყალბ გვერდზე, აღნიშნული გზით დაზარალებულებს დამატებით ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და გადაგზავნა აიძულა.

საგამოძიებო მოქმედებები ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ლ.შ. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთი საქმე გახსნა და დანაშაულში 3 პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ივლისში, სამეგრელოს რეგიონში, სკოლის მოსწავლე გოგონამ მესენჯერის საშუალებით, ნაცნობ 14 წლის ბიჭს საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეო გადაუგზავნა, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული მასალა მის ორ მეგობარს გაუზიარა.

დანაშაულში გამოვლენილი 3 არასრულწლოვნის ქმედების შედეგად, დაზარალებული გოგონას ინტიმური შინაარსის ფოტო მის კლასელებში გავრცელდა, რითაც დაირღვა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 10 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებებით მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაირღვა.

Post navigation

Previous: “აჭარა თაიმსის” მასალის შემდეგ გზდ-მა მოკვლევა დაიწყო | თევზების დახოცვის ფაქტი
Next: მუნიციპალიტეტების მერები, რომლებიც საქმიანობის ანგარიშს არ აქვეყნებენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

სულხან მესხიძე სექტემბერი 27, 2026
sammartvelo,ajaris policia,sapatrulo_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 27, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

სექტემბერი 27, 2026
აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა sammartvelo,ajaris policia,sapatrulo_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა

სექტემბერი 27, 2026
ბათუმში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

სექტემბერი 27, 2026
4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან

სექტემბერი 26, 2026
შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

სექტემბერი 26, 2026
ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

სექტემბერი 25, 2026
მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

სექტემბერი 27, 2026
აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა sammartvelo,ajaris policia,sapatrulo_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა

სექტემბერი 27, 2026
ბათუმში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

სექტემბერი 27, 2026
4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან

სექტემბერი 26, 2026
შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა police_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

სექტემბერი 26, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.