Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რატომ არის საქართველოში საწვავი ძვირი – კითხვით ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს

სულხან მესხიძე მარტი 18, 2024
enm_ajaratimes.ge

რატომ არის საქართველოში საწვავი ძვირი – კითხვით ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს. “ნაციონალური მოძრაობა” მმართველ პარტიას დაპირებას ახსენებს და საკ-თხზე განმარტებებს ითხოვს.

“რატომ არ ანაღვლებს ,,ქართულ ოცნებას“ საწვავზე გაძვირებული ფასები და რა გვიჯდება ყოველწლიურად მაღაჩინოსნების საწვავით უზრუველყოფა. ივანიშვილის მთავრობის მაღალჩინოსნები ჩვეული ირონიით და ცინიზმით პასუხობს ჩვენი მოსახლეობის მიერ დასმულ მთავარ კითხვას. ეს კითხვები ირაკლი კობახიძეს, თორნიკე რიჟვაძეს, არჩილ ჩიქოვანს, აჭარის ა.რ სამინისტროებში მოკალათებულ მაღალჩინოსნებს არ იანტერესებთ, რადგან მათ ემსახურება სახელმწიფო ავტომობილები და შესაბამისად საწვავიც უფასოდ მიეწოდებათ. ჩინოვნიკებმა არც კი იციან რა უჯდება უბრალო მოქალაქეს 1 ლიტრი საწვავი ბენზინგასამართ სადგურზე, რომ გაორმაგებულ თანხას იხდიან მიუხედავად ივანიშვილის დაპირებისა,” – განაცხადეს ენმ-ის წევრებმა ბრიფინგზე.

რეზო ხარაზმა და ბონდო თედორაძემ ბრიფინგზე ასევე, განაცხადეს, რომ პარტიამ სამთავრობო უწყებების მიერ გახარჯული საწვავის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა, რომელსაც საზოგადოებას წარუდგენენ.

“მხოლოდ 2023 წლის მონაცემებით ჩინოვნიკებზე გახარჯული საწვავის რაოდენობა ასე გამოიყურება:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი:

  • ბენზინი – 55 128,20 ლარის ღირებულების, 21 014,59 ლიტრი;
  • დიზელი – 5 051,57 ლარის ღირებულების, 2 039,56 ლიტრი;

ბათუმის მერია და საკრებულო:

  • ბენზინი – 80 685,72 ლარის ღირებულების, 24 770,84 ლიტრი;
  • ბენზინი – 72 689,80 ლარის ღირებულების, 27 677,68 ლიტრი;
  • დიზელი – 28 106,84 ლარის ღირებულების,  9 924,02 ლიტრი;

აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო:

  • ბენზინი – 37 122,41 ლარის ღირებულების, 12 352,62 ლიტრი;
  • დიზელი – 60 523,83 ლარის ღირებულების 27 407,63 ლიტრი;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო:

  • ბენზინი – 33 761,75 ლარის ღირებულების, 11 812,09 ლიტრი;
  • დიზელი – 12 303,90 ლარის ღირებულების, 4 338,10 ლიტრი;

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:

  • ბენზინი – 41 363,15 ლარის ღირებულების, 15 874,80 ლიტრი;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო:

  • ბენზინი – 58 274,37 ლარის ღირებულების, 26 796,91 ლიტრი;
  • ბენზინი – 4 017,59 ლარის ღირებულების, 1 599,78 ლიტრი;
  • დიზელი – 10 418,76 ლარის ღირებულების, 3 743,49 ლიტრი;

ქობულეთის მუნიციპალიტეტი:

  • ბენზინი – 212 066,06 ლარის ღირებულების, 80 492,87 ლიტრი;
  • დიზელი – 34 114,99 ლარის ღირებულების, 12 175,51 ლიტრი;

2023 წელს, ჯამში, შვიდი სამთავრობო უწყების მაღალჩინოსნების საწვავის ხარჯმა შეადგინა – 282 020,49 ლიტრი,” – წერია ენმ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მონაცემები პარტიის მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას ეყრდნობა.

Post navigation

Previous: ზიპლაინი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების თავზე – სარისკო ატრაქცია ქედაში
Next: აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 1, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 31, 2026
sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026
64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის

ნოემბერი 1, 2026
ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს tina zoidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს

ოქტომბერი 31, 2026
„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება zgva,sanapiro_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება

ოქტომბერი 31, 2026
ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს

ოქტომბერი 31, 2026
ბათუმში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს

ოქტომბერი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026
64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის

ნოემბერი 1, 2026
ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს tina zoidze_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს

ოქტომბერი 31, 2026
„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება zgva,sanapiro_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება

ოქტომბერი 31, 2026
ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს

ოქტომბერი 31, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.