Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რით დაამახსოვრა აჭარას თავი სულხან თამაზაშვილმა – ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სულხან მესხიძე აპრილი 21, 2026
sulxan tamazashvili_AJARATIMES.GE

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობა დაატოვებინეს. სულხან თამაზაშვილის გადადგომის შესახებ საზოგადოებას ბრიფინგის მეშვეობით ირაკლი კობახიძემ აცნობა.

პრემიერის თქმით, თამაზაშვილი შსს მინისტრად დაინიშნება.

რით დაამახსოვრა აჭარას თავი სულხან თამაზაშვილმა? „აჭარა თაიმსის“ არქივში ინახება არაერთი მასალა, რომელიც მისი მმართველობის სტილსა და მიდგომებს ასახავს.

ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დახურულ კარს მიღმა აირჩიეს. პრეცედენტული გადაწყვეტილებით, როცა უმაღლესი საბჭოს სხდომა მედიისთვის სრულად დაიხურა და მმართველმა გუნდმა კანდიდატს ერთხმად დაუჭირა მხარი.

თანამდებობაზე დანიშვნის პერიოდში სულხან თამაზაშვილს მძიმე ბრალდებებიც წაუყენეს. საუბარია ზურა ელიბაშვილის გარდაცვალების საქმეზე. გარდაცვლილის ნათესავის თქმით, შემთხვევის დღეს ელიბაშვილს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მისდევდა. მიუხედავად იმისა, რომ დევნაში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულნი არიან, გამოძიებას ამ დრომდე შედეგი არ მოუტანია. საქმე უკვე თითქმის ცხრა წელია უშედეგოდ მიმდინარეობს, ხოლო პროცესში ერთ-ერთ ფიგურანტად სულხან თამაზაშვილიც სახელდება.

მას შემდეგ, დახურული ფორმატი მისი მუშაობის სტილის ნაწილი გახდა. მთავრობის სხდომები არ იყო საჯარო, ხოლო დამოუკიდებელ მედიასთან კომუნიკაცია პრაქტიკულად არ ხდებოდა. ოფიციალური ღონისძიებებიც წინასწარი ანონსის გარეშე იმართებოდა.

თამაზაშვილმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სხალთელ ეპისკოპოსთან, რომელიც პრორუსული განცხადებებითა და სიძულვილის ენით არის გამორჩეული.

მის სახელს უკავშირდება უკანონო მშენებლობის ფაქტიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი უკანონოდ დაიკავეს და მასზე საცხოვრებელი სახლი ააშენეს.

კრიტიკის საგანი გახდა მისი დამოკიდებულებაც მოქალაქეების მიმართ. თამაზაშვილი არ ხვდებოდა პროტესტში ჩართულ პირებს, მათ შორის უსახლკარო მარტოხელა დედებს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ახალი წლის ღამეს მოხდა, როდესაც მან პროტესტის მონაწილეები უყურადღებოდ დატოვა და ახალი წელი დაცვის კორდონის მიღმა მყოფ მიულოცა.

მისი ხელმძღვანელობის პერიოდში აჭარაში განხორციელდა მასშტაბური საკადრო ცვლილებები. საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ თანამდებობებიდან ძირითადად ის პირები გათავისუფლდნენ, რომლებიც ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ასოცირდებოდნენ.

თამაზაშვილს კარიერული გამოცდილება სამართალდამცავ სისტემაში ჰქონდა. ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა მაღალ პოზიციაზე, მათ შორის, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს.

სულხან თამაზაშვილი ასევე, მოხვდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების სიაში. გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა პროევროპული საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევა.

Post navigation

Previous: სულხან თამაზაშვილი თანამდებობას ტოვებს
Next: აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის საქმიანობას ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეები აფასებენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

gza,transporti_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026
axali weli_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა

ოქტომბერი 21, 2026
ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული xe tye_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული

ოქტომბერი 20, 2026
[პარტიების აკრძალვა] არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა – კობა ჯუმუშაძე koba jumushadze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

[პარტიების აკრძალვა] არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა – კობა ჯუმუშაძე

ოქტომბერი 20, 2026
ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში – კონსტიტუციური თავდაცვა თუ პოლიტიკური კონკურენციის გაუქმება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში – კონსტიტუციური თავდაცვა თუ პოლიტიკური კონკურენციის გაუქმება

ოქტომბერი 20, 2026
ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა

ოქტომბერი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 20, 2026
სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა

ოქტომბერი 21, 2026
ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული xe tye_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული

ოქტომბერი 20, 2026
[პარტიების აკრძალვა] არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა – კობა ჯუმუშაძე koba jumushadze_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

[პარტიების აკრძალვა] არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა – კობა ჯუმუშაძე

ოქტომბერი 20, 2026
ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში – კონსტიტუციური თავდაცვა თუ პოლიტიკური კონკურენციის გაუქმება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში – კონსტიტუციური თავდაცვა თუ პოლიტიკური კონკურენციის გაუქმება

ოქტომბერი 20, 2026
ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა

ოქტომბერი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.