Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

საიამ ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

აჭარა თაიმსი იანვარი 13, 2026
ciala qatamidze_AJARATIMES.GE

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. საქმე ეხება აქტივისტ ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული წესით დაკავებასა და მის წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ძირითადი უფლებების დარღვევას უკავშირდება.

საიას ინფორმაციით, ინციდენტი 2025 წლის იანვარში, ბათუმში მოხდა. 11 იანვარს ციალა ქათამიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ, ე.წ. შლაგბაუმთან, ქვაფენილზე წარწერის – „იფიცება საქართველო“ – გაკვრის გამო დააკავეს. დაკავების მომენტში ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელმა ირაკლი დგებუაძემ განმარტა, რომ ქათამიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე იყო დაკავებული, რაც შენობის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

მოგვიანებით, ციალა ქათამიძის წინააღმდეგ ერთსა და იმავე ფაქტთან დაკავშირებით ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აღიძრა. ერთ შემთხვევაში, მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას (173-ე მუხლი) ედავებოდნენ, რის საფუძველზეც სასამართლომ 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მეორე საქმეზე კი, სტიკერის ქვაფენილზე დაკვრის გამო, მას 150-ე მუხლით 1000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში საია მიუთითებს, რომ ციალა ქათამიძის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავება და შემდგომი სამართალწარმოება არღვევდა კონვენციით გათვალისწინებულ რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებას. კერძოდ, ორგანიზაცია მიუთითებს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლების (მე-6 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი) და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი) დარღვევაზე.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებასთან დაკავშირებით, საჩივარში აღნიშნულია, რომ დაკავება იყო რუტინული და თვითნებური და არ ეფუძნებოდა საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასებას. საიას მტკიცებით, დაკავების გასამართლებლად პოლიციამ 173-ე მუხლის საფუძველზე შეადგინა გაყალბებული ადმინისტრაციული ოქმი, რომელიც, მათივე თქმით, მცდარ ინფორმაციას შეიცავდა, მათ შორის, დამკავებელი პირის ვინაობის ნაწილშიც.

საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ასაჩივრებს როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს. საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლოებმა გადაწყვეტილებები უსაფუძვლოდ მიიღეს და ფაქტობრივი გარემოებები არაჯეროვნად დაადგინეს. საიას შეფასებით, საქმეში არ არსებობდა სხვა მტკიცებულება, გარდა პოლიციელთა ჩვენებებისა, რომელიც ციალა ქათამიძის მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფას დაადასტურებდა. ამასთან, მათი განცხადებით, სასამართლოებმა მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილეს და მხოლოდ სამართალდამცველთა ჩვენებებზე დაყრდნობით ცნეს ქათამიძე სამართალდამრღვევად.

საია ასევე მიუთითებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზე. ორგანიზაციის განმარტებით, ციალა ქათამიძე მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა აქციის სხვა მონაწილის დაკავების გამო და მისი ქმედებები არ ქმნიდა საფუძველს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევისათვის.

Post navigation

Previous: აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტანი ბათუმიდან არის 
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
zurab karchava_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026
cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საქართველოში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა – მედია

აჭარა თაიმსი ივნისი 15, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE 3
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.