
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასული თვის განმავლობაში უცხო ქვეყნის 100 მოქალაქე გააძევეს. სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან გაძევებულთა შორის არიან ერაყის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთის, კენიის, ლიბანის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ლიეტუვის, ნიგერიის, სომხეთის, ჩინეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები.
უწყების ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მათგანს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა. მიგრაციის დეპარტამენტი საქართველოში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენაზეა პასუხისმგებელი.