9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ელჩის თქმით, თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი.
„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. დღეს, ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს, უკეთესი მომავლის იმედით. გილოცავთ ევროპის დღეს! წინ, საქართველო, წინ!“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩის გზავნილი განსაკუთრებით მკაფიო იყო იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა და შეშფოთება იზრდება. მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ რჩება საქართველოს მეგობრად და პარტნიორად, თუმცა ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური კურსის შენარჩუნებაზე.



