Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საქართველოში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელი და შესაძლო კავშირები მმართველ პარტიასთან – კვლევა

აჭარა თაიმსი მარტი 10, 2026
qolcentri_AJARATIMES.GE

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც საქართველოში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელს და მათ შესაძლო კავშირებს ხელისუფლებასთან განიხილავს.

კვლევის მიხედვით, საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრების ნაწილი დაკავშირებულია საერთაშორისო ფინანსურ თაღლითურ სქემებთან, რომლებიც ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ატყუებენ და მათგან დიდი ოდენობით თანხებს ითვისებენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი სქემები მილიონობით დოლარისა და ევროს მოპოვებას ახერხებენ, ხოლო დაზარალებულები ძირითადად დასავლეთის ქვეყნებიდან არიან.

კვლევის ავტორების შეფასებით, ქვეყანაში ჩამოყალიბებულია ფართომასშტაბიანი ქსელი, რომელიც სხვადასხვა კომპანიებისა და ოფისების საშუალებით ოპერირებს. ორგანიზაციის თქმით, მიუხედავად პერიოდული გამოძიებებისა და ცალკეული დაკავებებისა, თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობა მთლიანად არ შეწყვეტილა და რიგ შემთხვევებში კვლავ ფუნქციონირებს.

ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები ხშირად შეეხო დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს, მაშინ როდესაც სავარაუდო ორგანიზატორები და გავლენიანი მფარველები პასუხისმგებლობას არიდებენ თავს.

კვლევის თანახმად, ქოლ-ცენტრების თემა საერთაშორისო ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. მაგალითად, აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მსგავსი სქემებით მიღებული ე.წ. „შავი ფული“ შესაძლოა გამოყენებულიყო საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაფინანსებისთვისაც.

TI „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, გააძლიეროს გამოძიება და უზრუნველყოს როგორც თაღლითური ქსელების ორგანიზატორების, ასევე მათი შესაძლო მფარველების პასუხისმგებლობა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ პრობლემის ეფექტურად გადასაჭრელად საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების უფრო აქტიური და სისტემური მოქმედება, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, რადგან ქოლ-ცენტრების ქსელი ხშირად ტრანსნაციონალურ ხასიათს ატარებს.

Post navigation

Previous: ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
Next: მუნიციპალიტეტებს უძრავი ქონების მართვის სტრატეგია არ აქვთ და ხშირად ქონებას არაკონკურენტული წესით განკარგავენ – აუდიტი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
gia chkonia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

დეპუტატი და ბიზნესმენი გიორგი ჭყონია შპს „გზას“ ასხვისებს

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს

ივნისი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 17, 2026
აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩია paata keSelava_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩია

ივნისი 17, 2026
„მაგნოლიას“ რეაბილიტაციას ბიუჯეტის ფულით აპირებენ magnolia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„მაგნოლიას“ რეაბილიტაციას ბიუჯეტის ფულით აპირებენ

ივნისი 17, 2026
კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია IMG_0995
  • რეკლამა

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია

ივნისი 17, 2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ IMG_0959
  • რეკლამა

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

ივნისი 17, 2026
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 1
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს

ივნისი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 17, 2026
აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩია paata keSelava_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩია

ივნისი 17, 2026
„მაგნოლიას“ რეაბილიტაციას ბიუჯეტის ფულით აპირებენ magnolia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

„მაგნოლიას“ რეაბილიტაციას ბიუჯეტის ფულით აპირებენ

ივნისი 17, 2026
კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია IMG_0995 5
  • რეკლამა

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია

ივნისი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.