Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხულო

სოციალურად დაუცველების დაშინება და შანტაჟი – როგორ ემზადება “ქართული ოცნება” არჩევნებისთვის – აი ფაქტი

admin 23/10/2024
_AJARATIMES.GE
  • ქმარი: ის უფრო ყურადღებიანი მთავრობა იყო.
  • ცოლი: ესეც ყურადღებიანია. მე ძალიან კმაყოფილი ვარ.
  • ქმარი: შენ კი ხარ, სხვა მითხარი.
  • ცოლი: სხვა რაში მაინტერესებს?
  • ქმარი: 300 ლარით კმაყოფილია. არაფრითაც არ ვარ კმაყოფილი.
  • ცოლი: ჩუ… რაც ეს პროგრამა იქნება, [დასაქმებული ვიქნები].
  • ქმარი: მე მაგას ვიტყვი, სადაც უნდა იქ იყვნენ, მეშინია თუ?
  • ცოლი: გაჩერდი. მე კმაყოფილი ვარ.
  • ქმარი: მოხსნიან 300 ლარს და წეიღონ… 300 ლარზე აშინებენ ხალხს, მოგიხსნით ამ დახმარებასო. 

ეს დიალოგი მაღალმთიან აჭარაში, სოციალურად დაუცველი ოჯახის სახლში, 13 აგვისტოს მოვისმინეთ. დაახლოებით 50 წლამდე ცოლ-ქმარს, რომელიც ოთხი წელია საარსებო შემწეობას იღებს, მათ ყოველდღიურობასა და გასაჭირზე ვესაუბრებოდით. ცოლმა გვითხრა, რომ მესამე წელია დასაქმების პროგრამითაც სარგებლობს, საცხოვრებელი კორპუსის ეზოს ალაგებს და დამატებით 300 ლარს უხდიან. თუმცა, გამოგვიტყდა, რომ ეს მათთვის საკმარისი მაინც არ იყო.

ქმარი საუბარში მოგვიანებით ჩაერთო და გვითხრა, რომ არჩევნების დროს ამ დახმარების მოხსნით ემუქრებიან ხოლმე. მან არ გვითხრა, კონკრეტულად ვინ ემუქრება. თუმცა, ამ საუბარმა დაგვარწმუნა, რომ ხმების მისაღებად, სოციალურად დაუცველებზე მუქარის, ზეწოლისა და შანტაჟის პრაქტიკა 2024 წლის არჩევნებისთვისაც ამოქმედდა.

რესპონდენტების თხოვნის გათვალისწინებით და იმის გამოც, რომ არ გვინდა მათ რაიმე საფრთხე შეექმნათ, ამ სტატიაში ყველას ვინაობა შეცვლილია. მაგალითად, 2021 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 532 242 იყო, ოქტომბერში კი – 633 586. მაშინ საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იმართებოდა. 2020 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 432 218 იყო. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს რიცხვი გაიზარდა და ოქტომბერში 510 343-ს მიაღწია. მართალია, 2020-ში სტატისტიკის ზრდა, სავარაუდოდ, პანდემიამაც განაპირობა, თუმცა, იგივე ხდებოდა 2018, 2016 და 2012 წლების არჩევნებზეც.

როგორ მოქმედებს არჩევნები სოციალურად დაუცველთა შიშებზე

ამ სტატიაზე მუშაობა აჭარაში მოგზაურობით დავიწყეთ. შუახევში მიმავლებს გზად 85 წლის ილია პაპა (სახელი შეცვლილია) დაგვემგზავრა, რომელიც სოფელ ჭვანამდე გავიყოლეთ. აღმოჩნდა, რომ თავადაც სოციალურად დაუცველია და მისი ოჯახის წევრებიც. საარსებო შემწეობას 3-4 წელია იღებენ.

გვითხრა, რომ მის სოფელში პროპორციული არჩევნებისთვის “სამზადისი” უკვე დაწყებულია: “მთავრობის ხალხი იყო. რას ამბობენ და ხმა მოგვეცითო. რამდენი პროცენტი აძლევს ხმას ოცნებას, ამას არკვევენ”, – გვითხრა ილიამ. ისიც დაგვიკონკრეტა, რომ სოფელს თავად შუახევის მერი, ომარი ტაკიძე ეწვია და ადგილობრივებს სოციალური დახმარებისა და პენსიების შეჩერებით დაემუქრა. როგორც ილია ამბობს, სოფელში იმყოფებოდა მერის ერთ-ერთი მოადგილეც.

“ყველაფერს შეგიჩერებთო. წელს მაგრად ეშინიათ, მიხვდი? გააქტიურებულები არიან, რომ ხალხი უმეტესი ხმას არ მისცემს. დადიან და ხალხს ეუბნებიან, ხმა ვის უნდა მისცეთო. მანქანას აღარ გამოგიშვებთ ამ სოფელშიო… ტრანსპორტსო… სოფლის გამგეობიდანაც იყვნენ. სოფლის გამგეობაც დადის და აფრთხილებს ხალხს. ყველგან დადიან მაგენი”, – გვითხრა ილიამ.

ჩვენ ომარ ტაკიძეს დავუკავშირდით. თავიდან გვითხრა, რომ საჭესთან იყო და ვერ დაგველაპარაკებოდა. მოგვიანებით რომ დავურეკეთ, ზარებს და შეტყობინებას საერთოდ აღარ უპასუხა.

“ასე იყო ყოველთვის, ყველა თავისას იბრძვის”, – დაამატა ილიამ და თან გაიხსენა, რომ ამ “საქმეზე” წინა ხელისუფლების დროსაც “გამგებლები” დადიოდნენ.

სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელი სალიბაურში
სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელი სალიბაურში

მსგავსი შემთხვევის შესახებ ხელვაჩაურის ერთ-ერთ დასახლებაში, სალიბაურშიც გვესაუბრნენ. ავარიულ კორპუსში უმეტესად სოციალურად დაუცველი ოჯახები და ეკომიგრანტები ცხოვრობენ. მათი მთავარი შიში სწორედ ამ კორპუსს უკავშირდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობის კედლები არამყარია, წვიმის დროს საცხოვრებლებში წყალი ჩადის, პერიოდულად კი ქვები ცვივა.

თუმცა, სალიბაურის მკვიდრი, სოციალურად დაუცველი მარინა (სახელი შეცვლილია), რომელიც 20 წელია ავარიულ კორპუსში ცხოვრობს, სხვა შიშებზეც გვესაუბრა. მასთან ერთად ეზოში 4-5 ადამიანი იყო და ჩვენთან დისკუსიაში მონაწილეობდნენ. არც ერთს გამოუთქვამს მარინას საწინააღმდეგო მოსაზრება.

“არჩევნებზე მოდიან, გაშინებენ, რომ [საარსებო შემწეობას] მოგიხსნითო. მე შარშანაც არავისზე მიმიცია ხმა, სწორი რომ ვთქვა. იმიტომ, რომ მაინც მაგენი [“ქართული ოცნება”] იგებენ-მეთქი. და ისე მასე გვაშინებენ, ხახვს გვპირდებიან, მაგრამ არ ვშვებით. ზოგი ძალიან გაჭირვებული ვართ. ორმა კილო ხახვმა და ერთი სუნკა იმან რა უნდა გვიქნას. მაგრამ მაგი მაინც აკეთებს მისას, ივანიშვილი.”

ილია პაპასგან განსხვავებით, მან არ იცოდა იმ პირების ვინაობა, ვინც წინასაარჩევნოდ სოციალური დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა. მისი თქმით, 2-3 უცნობი კაცი, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ შეძლეს, სალიბაურში აგვისტოს დასაწყისში იმყოფებოდა.

“მოდიან, აგზავნიან ხალხს, ბიჭები არიან, წვერიანი. სახელი არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. ვერც იცნობ, არც გეტყვიან მაგფერი ადამიანები… გვეუბნებოდნენ, ივანიშვილს უნდა მისცეთ ხმაო. არ შეიძლებაო, მაინც ის არის, ბოლომდი, მაინც გევაო და მერეო არ გეპატრონებათ მაი ხალხსო. ჩვენ არ გვინდა მაგიო, უთხრეს ხალხმა… ისე გვაშინებდნენ, თორე რამეს დაპირებით არ ამბობდნენ”, – გვიყვება მარინა.

მან გაიხსენა, რომ სოციალურად დაუცველებს ამ მოთხოვნით ადრეც დამუქრებიან: “წინათაც იყვნენ და ახლა მეტად დადიან. ზოგი პირზე მოხვეულიც იარებიან განა. აკრულები და სახელს არ გეუბნებიან. მაშინაც მოდიოდნენ, მაგრამ დამალვით და ახლა აშკარად მოდიან, არ ეშინიათ.”

მარინა ვარაუდობს, რომ მსგავსი ვიზიტები არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდება, რადგან მოსახლეობის დაშინება მთავრობას “თავიანთი ჯიბეების და უფროსობის გამდიდრებისთვის” სჭირდება.

ვრცლად ამ თემაზე “აი ფაქტის” ჟურნალისტური გამოძიება შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

 

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: საერთაშორისო ტურნირი „Batumi Cup 2024” დასრულდა
Next: ხანძარი ბათუმში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xe tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

აჭარაში უკანონო ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

admin 30/07/2025
_AJARATIMES.GE
  • ხულო

ჩაკეტილია ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზა — მიზეზი მეწყერია

admin 21/07/2025
xulos meria_AJARATIMES.GE
  • ხულო

სასამართლომ ხულოს საკრებულოს ახალი ფრაქციის შექმნა დაავალა – ოპოზიციის სარჩელი დაკმაყოფილდა

სულხან მესხიძე 08/07/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

12/10/2025
ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

12/10/2025
“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება ragbi_AJARATIMES.GE
  • სპორტი

“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება

11/10/2025
ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

10/10/2025
საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო acra.vaqcina_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

10/10/2025
ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

12/10/2025
ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

12/10/2025
“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება ragbi_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება

11/10/2025
ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

10/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.