Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაცია აჭარაში

აჭარა თაიმსი აპრილი 5, 2024
policia

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აჭარაში გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც უკანონოდ ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

უწყების თქმით, აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარი მიიღეს.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 3 იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 6 ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან 5 უკვე დააკავეს.

“გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რიგ შემთხვევაში უნებართვოდ, ანდა შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის კანონდარღვევით საქმიანობის დაფარვის მიზნით, ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით, რომელთაც ფაქტობრივად ერთი და იგივე პირები მართავდნენ.

გამოძიების პროცესში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ექვსი ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან დაკავებულ იქნა ხუთი პირი.

დადგინდა, რომ აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში მიიღეს დაახლოებით 1 მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი, რომელსაც შემდგომ, სხვადასხვა პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით, მისცეს კანონიერი სახე და მოახდინეს მისი ლეგალიზაცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, ასევე, ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული ავტომანქანა,” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

Post navigation

Previous: 85 მომხრე და 22 წინააღმდეგი – სავალდებულო გენდერული კვოტირება გაუქმდა
Next: მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 1, 2026
daxeuli droshebi,batumi,mshenebloba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 28, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია

აჭარა თაიმსი სექტემბერი 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 30, 2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს att.mj_ZgCV8oobR88uF7PcxPSwkLzIV6NkkB2e-HRxJQro
  • რეკლამა

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

სექტემბერი 30, 2026
ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს

სექტემბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 29, 2026
ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა daxeuli droshebi,batumi,mshenebloba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა

სექტემბერი 28, 2026
აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 1
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 30, 2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს att.mj_ZgCV8oobR88uF7PcxPSwkLzIV6NkkB2e-HRxJQro 3
  • რეკლამა

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

სექტემბერი 30, 2026
ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს

სექტემბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.