Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

“ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია – “თბილისი პრაიდი”

admin 30/03/2024
praidi_AJARATIMES.GE

“თბილისი პრაიდი” მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ ინიციატივას წერილობით გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებამ არაერთხელ იხილა ლგბტქ+ საკითხებით მანიპულირების სრულიად უღირსი მცდელობები, რომლებმაც თემის არაერთი წარმომადგენელი ქვეყნიდან განდევნა, ხოლო ქვეყანაში დარჩენილები სიღარიბისთვის, ძალადობისთვის, ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობისთვის გაწირა.

„ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ ლგბტქი საკითხებით მანიპულირების სრულიად უღირსი მცდელობები, რომლებმაც მრავალი ჩვენგანის სხეულებზე გადაიარა, ქვეყნიდან განდევნა თემის უამრავი წევრი, ხოლო ქვეყანაში დარჩენილები სიღარიბისთვის, ძალადობისთვის, ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობისთვის გაწირა. სწორედ ამ ტენდენციის ნაწილია მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი რიტორიკაც. ამგვარი არაჰუმანური სტრატეგიების მიზნებიც ცხადია: ხელისუფლებამ გადაფაროს ის რეალური პრობლემები, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის, მათ შორის, ქვიარ თემისთვის, საერთოა – სიღარიბე, უმუშევრობა, ემიგრაცია, ბავშვთა შიმშილი, კორუფცია, გაჩანაგებული და სტიქიების ეპიცენტრად ქცეული გარემო, კლანური სასამართლო, რუსული გავლენები, დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე და სხვა.

ახლა, როდესაც სახელისუფლებო პარტიას ქართველი ხალხისთვის რეალური პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება არ შეუძლია, მან წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია, რადგან მისი ერთადერთი შანსი საზოგადოების გახლეჩასა და კონკრეტული ჩაგრული ჯგუფების დემონიზებაზე გადის – ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკოსები სკამებს ებღაუჭებიან, რეალური ადამიანების გაწირვის ფასად. ამ პროცესში კი ზიანდება არამხოლოდ ქვიარ თემი, არამედ მთელი საზოგადოება, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც სიძულვილით ნაკვები პოლიტიკის პირობებში ემიგრაციის გარდა თვითგადარჩენის სხვა გზა აღარც რჩება.

ვხედავთ თემის წევრებსა და ფართო საზოგადოებაში გაზრდილ სტრესს, წუხილსა და შფოთვას. გვსურს გითხრათ, რომ ამ გრძელვადიან ბრძოლაში თქვენს სამსახურში ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიღწევისთვის მუხლჩაუხრელ შრომას. ქვიარ ადამიანების სათქმელს, მათ გამოწვევებსა და გამოცდილებებს მივიტანთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გულებამდე. მოვიკრებთ მოკავშირეებს და ავაშენებთ სოლიდარობის ხიდებს სხვა უმცირესობებთან და დაუცველ ჯგუფებთან,” – წერია “თბილისი პრაიდის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: “დინამოსა” და “ტორპედოს” შეხვედრა ბათუმის გამარჯვებით დასრულდა
Next: ბათუმში საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

admin 12/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

admin 12/10/2025
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

admin 11/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

12/10/2025
ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

12/10/2025
“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება ragbi_AJARATIMES.GE
  • სპორტი

“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება

11/10/2025
ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

10/10/2025
საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო acra.vaqcina_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

10/10/2025
ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

12/10/2025
ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

12/10/2025
“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება ragbi_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება

11/10/2025
ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

10/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.