Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ქობულეთის სანაპიროზე ფიჭვების გაჩეხვის გამო არავინ დაჯარიმებულა – უწყებებს მოკვლევაც არ დაუწყიათ

სულხან მესხიძე აპრილი 6, 2026
xeebis gachexva_AJARATIMES.GE

ქობულეთის სანაპირო ზოლში, ქარსაცავ ზონაში მრავალწლიანი ფიჭვების გაჩეხვის ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაჯარიმებულა, უფრო მეტიც, შესაბამის უწყებებს მოკვლევაც კი არ დაუწყიათ. ინფორმაცია „აჭარა თაიმსისთვის“ გახდა ცნობილი.

ქობულეთის მერიაში და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გაჩეხილი ხეები კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე იყო, რის გამოც, მათი თქმით, კანონის ფარგლებში რეაგირების შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

ფიჭვები გაჩეხეს როგორც ქობულეთის მერის კაბინეტიდან რამდენიმე მეტრში, ასევე, უშუალოდ საკურორტო ზოლშიც. რეკრეაციული სივრცის შემცირების ხარჯზე ტერიტორია სავარაუდოდ, საინვესტიციოდ მზადდება.

„ქობულეთის მერიის გვერდით, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხის მოჭრის ფაქტზე, მუნიციპალიტეტი ვერ განახორციელებს რეაგირებას. ხეების მოჭრის საკითხთან დაკავშირებით, მესაკუთრის განცხადების შესწავლის შემდგომ დადგინდა, რომ ხეები განლაგებული იყო კერძო საკუთრებაში, იყო საფრთხის შემცვლელი და მეპატრონე ხეების მოჭრის შემთხვევაში შეძლებდა ტრანსპორტირებას. აღმაშენებლის გამზირი N 512-516 არსებულ ნარგავებთან დაკავშირებით, კი მესაკუთრემ მოგვმართა. შესწავლის შემდგომ დადგინდა, რომ ხეები განლაგებულია კერძო საკუთრებაში, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს ლანდშაფტურ ზონას, შესაბამისად ჩვენ არ დავრთეთ ნება ხეების ტრანსპორტირებაზე,” – წერილობით გვიპასუხეს ქობულეთის მერიიდან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქობულეთში, განსაკუთრებით სანაპირო ზოლში, უნიკალურ ფიჭვებს ჭრიან. მერია მსგავს შემთხვევებში პასუხისმგებლობას ირიდებს, უფრო მეტიც, პროცესს არ ეწინააღმდეგება. ასე მოხდა, საპატრიარქოს კუთვნილ ტერიტორიაზე, რომლის შესახებაც „აჭარა თაიმსი“ წერდა.

კერძო მესაკუთრეს აქვს უფლება ხეები მოჭრას – ქობულეთის მერის მოადგილე ფიჭვების გაჩეხვის ფაქტზე

საგულისხმოა ის გარემოება, რომ ფიჭვები, რომლებსაც წლების განმავლობაში ადგილობრივები ჭრიან, ვიზუალურად ჯანსაღად გამოიყურება. მიუხედავად ამისა, კერძო პირების მიერ, მერიისთვის წარდგენილი შესაბამისი დასკვნების საფუძველზე ისინი „არაჯანსაღად“ ფასდება, რაც ჭრის ნებართვის გაცემის საფუძველი ხდება.

ფაქტია, რომ ქობულეთის სანაპირო ზოლი, რომელიც მრავალწლიანი ფიჭვებით გამოირჩევა, თანდათან ბეტონით იცვლება. როგორც ჩანს, ადგილობრივთა დიდი ნაწილი უნიკალურ ბუნებაზე მეტად მატერიალურ სარგებელს ანიჭებს უპირატესობას.

» გაკვეთილი, რომელიც ვერ ვისწავლეთ: მეწყრები და დაკარგული სიცოცხლეები

 

Post navigation

Previous: ბათუმში არასრულწლოვანმა ცივი იარაღით 1 პირი დაჭრა
Next: „დაიხარჯე – შეივსე“ – პარი სერ-ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი „მთის“ ახალ კამპანიაში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

saxlis dazianeba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით

აჭარა თაიმსი აგვისტო 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

სექტემბერი 1, 2026
ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა saxlis dazianeba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

სექტემბერი 1, 2026
ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია

სექტემბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 31, 2026
მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება

აგვისტო 31, 2026
ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს კვლავ ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს eter machutadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს კვლავ ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს

აგვისტო 31, 2026
ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

სექტემბერი 1, 2026
ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა saxlis dazianeba_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

სექტემბერი 1, 2026
ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია

სექტემბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 31, 2026
მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1) 5
  • საქართველო

მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება

აგვისტო 31, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.