ბათუმში, შარტავასა და ფიროსმანის ქუჩების გზაჯვარედინთან მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზებისა და ჩაქრობის სამუშაოები.
ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და არიან თუ არა დაშავებულები.
განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტეს, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია, არავინ დაშავებულა.



