AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ქობულეთში, მერიის წინ, აღმაშენებლის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი, ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზეა გაჩენილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის [12:25 საათი] ლიკვიდირებულია, არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, ცეცხლის შედეგად მამია ხარაზის პირადი ბიბლიოთეკა დაიწვა.
ამ ეტაპზე უცნობია მომხდარის გამომწვევი მიზეზი, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.


