Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის შვილის სამშენებლო ბიზნესი და შემოწირულებები „ქართულ ოცნებას” – კვლევა

აჭარა თაიმსი აგვისტო 22, 2024
kvleva_AJARATIMES.GE

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილთან, “ქართული ოცნების” შემწირველ, კობა ფუტკარაძესთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევაში წერია. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიები და მათი მეწილეებიც დიდძალ თანხას სწირავენ „ქართულ ოცნებას” – ჯამში მათი შეწირულებები 486,000 ₾არია.

“გოჩა ფუტკარაძე 2003 წლიდან 2020 წლამდე სხვადასხვა სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა, ხოლო 2020 წლიდან დღემდე ასრულებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს. ის 2016 წლის ოქტომბრიდან მოსამართლედ გამწესებულია უვადოდ.

გოჩა ფუტკარაძის შვილი, “ქართული ოცნების” შემწირველი, კობა ფუტკარაძე შპს „მონუმენტ პალასის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორია, ასევე, შპს „ექსპერტიზის ცენტრის“ 50% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს „ლეგალ ედვაისის“ 30% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს „რეალ პალასის (ს/კ 445394591)“, შპს „ახალი ერას“  და შპს „რეალ პალასის” (ს/კ 445499620) დირექტორი.

კობა ფუტკარაძემ, შპს „ახალი ერას“ მეწილეებმა, შპს „რეალ პალასს” (ს/კ 445394591) და მის მეწილეებმა ჯამში 486,000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას”.

შპს „ახალი ერა“, ბათუმში, ევროპის მოედნის მიმდებარედ, ნოდარ დუმბაძის ქუჩის #12-ში, 952 კვადრატული მეტრ მიწის ნაკვეთზე აშენებს 5,361 კვადრატული საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობას, საიდანაც 2,776 კვადრატული საცხოვრებელი ფართი იქნება, ხოლო 854 კვადრატული დაეთმობა კომერციულ/სავაჭრო ორგანიზაციებს.

ასევე, შპს „რეალ პალასი” (ს/კ 445394591), ბათუმში, ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მიმდებარედ, ჟიული შარტავას გამზირის #16-ში აშენებს 81,136 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს.

შპს „რეალ პალასი” (ს/კ 445499620)“, ბათუმში, ანგისის ქუჩა #95-ში აშენებს 42,098 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს,” – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: მთავრობამ ზურაბ პატარაძე გაათავისუფლა
Next: საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sofeli_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
Sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე რუსეთის მიმართულებით სანქცირებული ტვირთის გადაზიდვის სავარაუდო მცდელობა გამოვლინდა – შემოსავლები

აჭარა თაიმსი აგვისტო 6, 2026
sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

აჭარა თაიმსი აგვისტო 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აგვისტო 13, 2026
ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.