Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

14 სახელმძღვანელოს ავტორი და პედაგოგი – ალექსანდრე ლომაძე მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე

სულხან მესხიძე იანვარი 11, 2024
aleqsandre lomadze_ajaratimes.ge

ბათუმელი ახალგაზრდა უკვე მესამე წელია ინგლისური ენის სააბიტურიენტო და მასწავლებელთა გამოცდისთვის მოსამზადებელ წიგნებს გამოსცემს. ალექსანდრე ლომაძე უკვე 14 სახელმძღვანელოს ავტორია. მისი მთავარი გზავნილი კი აუდიტორიისთვის არის ის, რომ ადრეულ ასაკში შეუძლებელი არაფერია და სურს იყოს მაგალითი სხვებისთვის. „აჭარა თაიმსი“ ალექსანდრეს მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

aleksandre lomadze_ajaratimes.ge
  • ალექსანდრე ვისთვის იქმნება და რა მიზანს ემსახურება „English Promoter Publications”?

მიზნობრივი აუდიტორია, ვისთვისაც იქმნება „English Promoter Publications“-ი არის აბიტურიენტები, მოზარდების ის ძალა, რომლებსაც დიდი მიზნები აქვს და რომლებზეც არსებითადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენი მიზანია მათ გავუმარტივოთ ინგლისური ენის სწავლა, რომელიც გასაღებია უამრავი შესაძლებლობისა და გარანტი მათი კარიერული წინსვლის.  „English Promoter Publications“-ი ქმნის ისეთ რესურსებს, რომლებიც სრულად პასუხობს ეროვნული გამოცდებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და იძლევა ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას.

  • როგორ გაჩნდა „English Promoter Publications”-ის იდეა და რა ახალი გამოცდილების შემოტანა გსურდათ ბაზარზე?

ვფიქრობ, ნებისმიერ ჩვენგანს ჰქონია ინფორმაციის უკმარისობის გრძნობა სწავლის პროცესში, ინფორმაციის არასრულად ან ნაწილობრივ მიღება კი ვერ იძლევა საფუძვლიანი ცოდნის მიღების შესაძლებლობას. ხშირ შემთხვევაში კი გავლენას ახდენს სწავლის მოტივაციაზე. როგორც ენის ძლიერ მოყვარულს და მიღებული ცოდნის კონსოლიდაციის მსურველს, გამიჩნდა იდეა შემექმნა ენის ფუნდამენტური კომპონენტის – გრამატიკის რესურსი, რომელიც გამოირჩეოდა არსებული დანაწევრებული ლიტერატურისგან. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი უცხოური გამოცემები არსებობს, მშობლიური ენა ენის სწავლის პროცესში უპირობო როლს ასრულებს, შესაბამისად, რესურსი დაიწერა ორივე ენაზე.

წიგნის მომხმარებელთა დადებითი უკუკავშირის შედეგად დღეს უკვე, ბაზარზე წარმატებული 3 წლის თავზე, „English Promoter Publications”-ი ითვლის 14 სახელმძღვანელოს, რომელთა შორისაა, არამხოლოდ სააბიტურიენტო – ლექსიკის, გრამატიკის, წაკითხულის გააზრების, მოსმენის და წერის უნარების განმავითარებელი სახელმძღვანელოები, ასევე, ზრდასრულთათვის სასაუბრო ინგლისურისა და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი წიგნები.

  • რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა / წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?

ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც 19 წლის ასაკში პირველი წიგნის გამოცემისას დავდექი იყო ჩემი გამოუცდელობა და ფინანსური რესურსების სიმცირე. მიუხედვად, იმისა რომ ჩემი ასაკი გახდა ხელისშემშლელი ფაქტორი გამომცემლობებიდან დაფინანსების მიღებისა და ინფორმაციული მხარდაჭერისა, არც ერთი წუთი არ მიფიქრია საკუთარ მიზნებზე უარის თქმაზე, ვინაიდან ყოველი უკან მიხედვისას ვხედავდი ჩემ დიდ შრომას, დიდი დათმობების ფასად და ხშირად გაყინულ ოთახშიც კი გატარებულ საათებს.  რაამდენიმე წიგნის გამოცემის შემდეგ მივიღე შემოთავაზება, რომელმაც შემაძლებინა დღეს კონკურენტული ფასებით, მაღალ პოლიგრაფიულ ხარისხში ნაბეჭდი წიგნებით მომხმარებლის არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება. „English Promoter Publications”- ი უკვე თვლის 50 000 ცალამდე გაყიდულ ეგზემპლარს, რომლის რიცხვიც დღითიდღე იზრდება.

  • რა გამოწვევის წინაშე დგახართ მიმდინარე პერიოდში?

მიმდინარე პერიოდში ჩვენი მთავარი გამოწვევაა პროდუქტების კიდევ უფრო დახვეწა და დაახლოვება 21-ე საუკუნის მოთხოვნებთან. ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში კიდევ უფრო შემეცნებითს და საინტერესოს ხდის სწავლის პროცესს. მაშასადამე, საჭიროა ციფრული რესურსების ინტეგრირება ბეჭდურ რესურსებთან, რაც მეტ-ნაკლებად დიდ ფინანსურსებთანაა დაკავშირებული.

  • როგორ წარმოგიდგენიათ წარმატებული ადამიანი?

ჩემთვის წარმატებულია ადამიანი, რომელსაც გრძნობს თვითკმაყოფილებას თავისი საქმიანობით მიღწეული შედეგით და ეს შედეგი სასიკეთოა მისთვის და სხვა დანარჩენისთვის. მას აუცილებლად უნდა ახასიათებდეს ინდივიდუალიზმი, საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და მოთმინება. იმისათვის, რომ იყო წარმატებული საჭირო არ არის ფლობდე მსხვილი კომპანიების აქციებს, გქონდეს ვილა ან გაგაჩნდეს ძვირადღირებული მანქანა, პირად მაგალითზე, წარმატებულად შემიძლია ვიგრძნო თავი იმის ფონზე, რომ დღეს ათასობით მოზარდი ჩემი წიგნებით სწავლობს.

  • გარდა საავტორო საქმიანობისა, რით ხართ დაკავებული?

მეამაყება, რომ ვარ მასწავლებელი და ამ მხრივაც ვუკავშირდები ახალ თაობას. ფასდაუდებელია მათთან კომუნიკაცია, რადგან არიან ლაღები, ყველაზე მართალნი და შეუძლიათ დიდი სიყვარულის გაცემა. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ძირითად, ELA (English Language Arts) და TOEFL-ის სასწავლო კურსებს სკოლაში. როგორც კერძო რეპეტიტორი, ვასწავლი ადგილობრივი და საერთაშოროსო გამოცდების ჩაბარების მსურველებს, მათ შორის მასწავლებლებს.

 

  • როგორია იყო ახალგაზრდა, წარმატებული ავტორი და მასწავლებელი? რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო?

იყო ახალგაზრდა ავტორი და მასწავლებელი ხშირად ხდება საზოგადოებისთვის დადებითად გაკვირვების საგანი, მუდმივად ჩნდება საინტერესო კითხვები, რომლებზე პასუხიც ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნოა. ჩემი მთავარი ინსპირაციის წყარო კი ჩემი მოსწავლეები, საქმისადმი სიყვარული და უამრავი დადებითი უკუკავშირია. ჩვენი მთავარი დევიზიც აქედან მოდის – მასწავლებლებისა და მოსწავლეების რჩეული.

  • რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ იპოვონ თავიანთი ნიშა და გახდნენ წარმატებულები?

ყველა დამწყებსა თუ მოყვარულს ნებისმიერ სფეროში მინდა ვურჩიო იყვნენ მიზანდასახულები, დაისახონ რეალური მიზნები, მზად იყვნენ ყოველგვარი სცენარისთვის და მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება მიღწეული შედეგით.

  • როგორია თქვენი საქმიანობის განვითარების ხედვა? გთხოვთ, გაგვიზიაროთ უახლოესი 1 წლის გეგმები და ზოგადი მიზნები.

„English Promoter Publications” განაგრძობს გახდეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. მათი სამომავლო მიზნები უკავშირდება სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის სასწავლო ლიტერატურის შემქნას და ბეჭდური და ციფრული რესურსების ინტეგრირებას.

Post navigation

Previous: საქართველოში აცივდება, ყინვაც იქნება და თოვლიც – მეტეოროლოგი
Next: ბიზნესმენმა საპარკინგე ტერიტორია შეღობა – ფაქტზე ბათუმის მერია არ რეაგირებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის მიუხედავად, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

აჭარა თაიმსი ივნისი 22, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს

სულხან მესხიძე ივნისი 19, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია zurab karchava_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

ივნისი 23, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.