Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

“კუპატას” სახელობის თავშესაფარი შესაძლოა ჩაქვში აღარ აშენდეს, უცნობია პროექტის დაწყების ვადებიც

სულხან მესხიძე დეკემბერი 27, 2023
kupata_ajaratimes.ge

მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მშენებლობის დაწყების საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია. ბათუმის მერმა AJARATIMES.GE-ის კითხვებს კონკრეტული პასუხი არ გასცა და ჩვეული რიტორიკით, კვლავ სამომავლო გეგმებსა და უკვე გავლილ პროცედურულ ეტაპებზე გაამახვილა ყურადღება, რაც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია.

რატომ ვერ შეასრულა არჩილ ჩიქოვანმა თითქმის სამი წლის წინ დადებული წინასაარჩენო დაპირება ამ დრომდე? გარემოებას ბათუმის მერი ტენდერში გამარჯვებული კომპანიების ნაკლები პასუხისმგებლობით ხსნის. ჩიქოვანი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ტენდერისა და პროექტის მოთხოვნები დაკორექტირდეს, თუმცა ის თავშესაფრის მშენებლობის დაწყებისა და დასრულების ეტაპებს მაინც ვერ აკონკრეტებს. ბათუმის მერი იმასაც არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარი ჩაქვში აღარ აშენდეს.

“ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამწუხაროდ ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ხელახლა, არაერთხელ გამოვაცხადეთ ტენდერი, თუმცა ამ კუთხით დაინტერესება ნაკლებია. ყველა ადამიანის ინტერესს ვითვალისწინებთ, ამიტომ შერჩეული ადგილმდებარეობის გადახედვაც იგეგმება, შესაძლოა შეიცვალოს კიდეც ტერიტორია. ერთ-ერთი ვერსიით ზოოპარკისა და მიუსაფარი ცხოველების პროექტების შერწყმას ვგეგმავთ. მოკლედ, კიდევ ერთხელ გადავხედავთ და მოხდება პროექტის დაკორექტირება,” – უთხრა AJARATIMES.GE-ის არჩილ ჩიქოვანმა.

ინფორმაციისთვის, „კუპატას“ სახელობის თავშესაფრისა და იპოდრომის მშენებლობა ჩაქვში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ იგეგმებოდა. ბოლო ტენდერი, რომელიც ბათუმის მერიას ჰქონდა გამოცხადებული, არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. სატენდერო თანხა 32 მილიონ 948 ათას 540 ლარს შეადგენდა.

Post navigation

Previous: როგორი ამინდია მოსალოდნელი – მეტეოროლოგის პროგნოზი
Next: ბათუმში 20-მდე ოჯახი სახელმწიფო შენობაში შეიჭრა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – ამოღებულია 8 იარაღი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 15, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება

ოქტომბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 28, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

ოქტომბერი 27, 2026
შუახევში ადგილობრივების საჭიროებების გასაცნობად ავედით – კითხვები პასუხების გარეშე shuaxevis avtobusi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში ადგილობრივების საჭიროებების გასაცნობად ავედით – კითხვები პასუხების გარეშე

ოქტომბერი 27, 2026
სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი saqartvelo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი matarebeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება xulo_AJARATIMES.GE 1
  • ხულო

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება

ოქტომბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 28, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

ოქტომბერი 27, 2026
შუახევში ადგილობრივების საჭიროებების გასაცნობად ავედით – კითხვები პასუხების გარეშე shuaxevis avtobusi_AJARATIMES.GE 4
  • შუახევი

შუახევში ადგილობრივების საჭიროებების გასაცნობად ავედით – კითხვები პასუხების გარეშე

ოქტომბერი 27, 2026
სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი saqartvelo_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.