Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

„26 მაისს მარშრუტს არ შევცვლით – რუსთაველი მოქალაქეებს ეკუთვნის“ – ნიკა გვარამია

აჭარა თაიმსი მაისი 25, 2026
nika gvaramia_AJARATIMES.GE

ნიკა გვარამიამ „ოპოზიციის ალიანსის“ სახელით 26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ტექნიკის, სცენისა და ეკრანების განთავსებაზე მიღებული უარისა, ოპოზიცია დაგეგმილ მარშრუტს არ შეცვლის.

გვარამიას თქმით, აქცია უკვე ორი თვეა დაანონსებულია და ხელისუფლებისთვისაც წინასწარ იყო ცნობილი. მისი განცხადებით, ოპოზიცია არ აპირებს დაემორჩილოს „ივანიშვილის რეჟიმის ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს“.

„რუსთაველის გამზირი მოქალაქეებს ეკუთვნის და ისტორიულად პროტესტის გამოხატვის ადგილია. როგორც ლონდონში არსებობს ჰაიდ-პარკი, ისეა რუსთაველი თბილისში, ადგილი, სადაც საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობდა. ზუსტად რუსთაველზე დაიშალა საბჭოთა კავშირი და ჩვენც სწორედ მშვიდობიანი, პრინციპული პროტესტით ვაპირებთ რეჟიმის ჩამოშლას,“ – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ალიანსი 26 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყებს მსვლელობას და რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებს. გვარამიამ აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზატორები ბოლომდე შეეცდებიან ტექნიკის შეტანასა და სრულფასოვანი აქციის ჩატარებას. ამასთან, მან ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს ნებისმიერი ტიპის ესკალაციისა და ინციდენტისგან.

„ჩვენი პროტესტი მშვიდობიანია და ემყარება მხოლოდ კონსტიტუციურ უფლებებს. პროცესებს აკვირდება როგორც საქართველოს საზოგადოება, ისე საერთაშორისო პარტნიორები,“ – თქვა გვარამიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა ალიანსმა 31 მარტს ეროვნული მობილიზაციის კამპანია დააანონსა და განაცხადა, რომ 26 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართებოდა.

Post navigation

Previous: სარფში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026
სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

ივნისი 12, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.