Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

9 მაისს ბათუმში ევროპის დღე აღინიშნება

აჭარა თაიმსი მაისი 8, 2024
bsu_ajaratimes.ge

9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. თარიღს ბათუმიც უერთდება. ღონისძიება ბსუ-ს ეზოში 17:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიება ჟან მონეს კათედრის ფარგლებში დაიგეგმა და სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.

“რუსული კანონი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხსის ინტერესებს და ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ევროკავშირის სამართალს და მისი მიღების შემთხვევაში, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში. სამწუხაროდ დღეს ბსუ-ს ადმინისტრაცია, რომელსაც აქვს თანამშრომლობა 200-ზე მეტ უცხოურ უნივერსიტეტთან, და პროფესორების უმრავლესობა, რომლებიც გაცვლითი პროგრამებით მოგზაურობენ ევროპაში, არ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ამ კანონის წინააღმდეგ.

ჩვენ როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვაცხადებთ, რომ ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება სრულად შეწყდეს ერაზმუს+ პროგრამის განხორციელება, როგორც ეს მოხდა რუსეთსა და ბელორუსში. გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს კანონის წინააღმდეგ და მოვუწოდებთ ყველა პროფესორს, სტუდენტს გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირის სამართლის საწინააღმნდეგო კანონის წინააღმდეგ.

ჩვენ ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, ბსუ-ში ყოველ წელს აღვნიშნავთ ევროპის დღეს. წელსაც გიწვევთ ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულს, მონაწილეებს, სტუდენტებს, პროფესორებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, შევიკრიბოთ 2024 წლის 9 მაისს, 17 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ (ბულვარის მხარეს, შადრევანთან) და ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე,” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: 2020 წელს ბსუ-ში ევროკავშირის მხარდაჭერით ჟან მონეს პირველი კათედრა ჩამოყალიბდა. ჟან მონეს კათედრა მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.

 

Post navigation

Previous: აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 14.28% პასიურია – CDA
Next: აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 30 ფაქტი გამოვლინდა – გზდ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

აჭარა თაიმსი ივნისი 13, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026
სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

ივნისი 12, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.