შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
შეთანხმების თანახმად, მართვის მოწმობის მფლობელები თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ, მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდგომ თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე გადაცვლას დაექვემდებარება მართვის მოწმობის AM, A, A1, A2, B, B1, C, D, C1, D1, BE, CE, DE, C1E, D1E კატეგორიები/ქვეკატეგორიები.
