
ბათუმში, თამარის დასახლებაში, გვიან ღამით მატარებელი კაცს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ინფორმაციისთვის: სარკინიგზო ავარიები ბათუმში ხშირია. რამდენიმე თვის წინ ე.წ. ბარცხანის დასახლებაში შემთხვევა ფატალურად დასრულდა, რამდენიმე დღის წინ კი ე.წ. ბონის დასახლებაში სატვირთო მატარებლი 6 წლის ბავშვს შეეჯახა, მოზარდს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
უსაფრთხოების ნორმების გარეშე – როგორ იქცა ცენტრალურ ბაზრთან ლიანდაგი საფრთხის ზონად