
კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საჯარო პოსტს ავრცელებს, სადაც სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მძიმე ფაქტების გამო „ქართულ ოცნებას“ მიმართავს. მისი თქმით, დღემდე არ არსებობს პასუხი, ვინ აგო პასუხი მისი ძმის წამებისა და გარდაცვალებისთვის.
„მაინტერესებს თეა წულუკიანი, როდის შექმნის საჯარო მიღების საათებს ქართული ოცნების დროს ნაწამებ პატიმრებზე! პოლიტიკა ჩემგან შორსაა, არც ნაცები მაინტერესებს და არც ქოცები, მე ვეძებ სიმართლეს. ჩემი ძმა მოკლეს ამ ხელისუფლების დროს, არავის ვაპატიებ რაც ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა ,,საათობით ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანი, ელოდა ციხის ადმინისტრაციის პასუხს გადაიყვანდნენ თუ არა საავადმყოფოში” ამ აურზაურში ის გარდაიცვალა სამი საათის შემდეგ… ვინ დასაჯა ან ციხის ადმინისტრაცია ან ის ადამიანები ვინც ასე აწამა? ამ პასუხს ველოდები დღემდე და სანამ არ მივიღებ მანამ ყველა ამ ხელისუფლების მეხოტბეებს გეტყვით – წყეულიც იყოს თქვენთვის ყველა ის წყალობა რასაც დღევანდელობა გაძლევთ, პური ქვად ქცეოდეთ და ისე გეტიროთ საკუთარ ახლობლებზე, როგორც მე და დედაჩემი ვტირით ყოველ ღამე. ჩემი ძმის საფლავზე ამოსული ყვავილებს თქვენი ცრემლით ესაზრდოოს, სანამ არ მიხვდებით, რომ ყოველი ადამიანის გაჭირვება თქვენიცაა!“ – წერს ფარტენაძე.
ინფორმაციისთვის: გიგა ფარტენაძე 2014 წელს გეგუთის ციხეში, სასტიკად ცემის შედეგად გარდაიცვალა.