
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო–პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ბათუმში – 11:00–დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: თაბუკაშვილის, ჭონქაძის, მაიაკოვსკის, ნიჟარაძისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე გონიოს, კვარიათის, სარფისა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
ქობულეთში – 11:00–დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: აჭყვისთავსა და ალამბარს.
ქედაში – 10:00–დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კვაშტას, ვაიოს, ზესოფელს, გულებსა და მიმდებარე სოფლებს.
შუახევში – 10:00–დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჯაბნიძეებს, ტბეთს, უჩამბას, გომარდულს, ბრილსა და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში – 11:00–დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: დეკანაშვილებს, ძირკვაძეებს, ქედლებსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
®️