26 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლებისა და კატების) უფასო ვაქცინაციას ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს.
ვაქცინაცია ჩატარდება სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში 11:00-დან 18:00 საათამდე.
აჭარაში მოქალაქეებს ცხოველების აცრა შეეძლებათ შემდეგ მისამართებზე:
- ბათუმი – ცენტრალური პარკი;
- ხულო – სტალინის ქ. №2;
- შუახევი – სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №1;
- ქედა – 26 მაისის ქ. №2;
- ხელვაჩაური – დიდ აჭარის ქ. №23;
- ქობულეთი – თავისუფლების ქ. №19;
სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ძაღლები და კატები მიიყვანონ ვაქცინაციისთვის და დაიცვან როგორც ცხოველთა, ისე ადამიანთა ჯანმრთელობა.
„ეტყობა უვიცთა ბანდა დაჯდა და მოილაპარაკეს“ — ბათუმში ცხოველთა უფლებადამცველების აქცია გაიმართა



