
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. ირაკლი ნინიძის გუნდმა „დიდი 10“-ის მეოთხე ტურში „ლელოს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 23:11 იმარჯვა. ამ გამარჯვებით ბათუმურმა კლუბმა სარბიელის სინის გარდამავალი თასი მოიპოვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „რაგბის კლუბ ბათუმის“ გიორგი თხილაიშვილი დასახელდა. „რაგბის კლუბ ბათუმი“ მომდევნო შეხვედრას „დიდი 10“-ის მეხუთე ტურში, 10 ოქტომბერს გამართავს, სადაც „ხვამლი თბილისს“ დაუპირისპირდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე