
საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“-ის გამარჯვებული ჰოლანდიური PSV Eindhoven გახდა. ნიდერლანდურმა კლუბმა ფინალში „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:2 იმარჯვა. თბილისის კლუბი ტურნირის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
მესამე ადგილი ადგილობრივმა კლუბმა FC Portus Batumi-მ დაიკავა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში Valencia CF-ს ანგარიშით 2:0 სძლია. საერთაშორისო ტურნირი Batumi Cup 2025 8-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და იგი 15 წლამდე ვაჟთა გუნდებს შორის გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობდნენ როგორც ქართული საფეხბურთო აკადემიები, ისე ევროპის წამყვანი კლუბების აკადემიების გუნდები: PSV Eindhoven, FC Shakhtar Donetsk, Valencia CF და SMS APR Sleisn (პოლონეთი). „ბათუმის თასი 2025“ ბათუმში წელს უკვე მეოთხედ გაიმართა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე