Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რატომ არის ახალი სტიპენდიის მიღების წესი დისკრიმინაციული შშმ სტუდენტებისთვის

admin 08/12/2023
wignebi

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი, გაზაფხულის სემესტრიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში  პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ფარგლებში სტიპენდიების გაცემის წესი შეცვალა.

ცვლილებაში რამოდენიმე კრიტერიუმთან ერთად წერია, რომ საუნივერსიტეტო-ინტელექტუალურ, შემოქმედებით-კულტურულ ან სპორტულ ღონისძიებებსი თითო აქტივობა ფასდება 1 ქულითდა მასზე ლიმიტი არ არის დაწესებული.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი შშმ პირია, რომელსაც დაქვეითებული აქვს მხედველობა და შესაბამისად, არცერთ სპორტულ ღონისძიებაში შეუძლია მონაწილეობის მიღება, ქულას ვერ მოიპოვებს.

აღსანიშნავია, რომ სტიპენდიების კონკურსში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი ავტომატურად იღებს 1 ქულას.

კონკურსში შშმ პირებისთვის მინიჭებული ამგვარი „პრივილეგია“ საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდმა ნაწილმა საჯაროდ დაგმო. მათ შორის შშმ სტუდენტმა ანა სიხაშვილმა. მისი თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელი და განათლების გაუფასურების მცდელობაა.

„გულდასაწყვეტია ის ცვლილებები რაც სახეზეა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შშმ სტუდენტებს სრულყოფილი განათლების მიღების მიზნით მისაწვდომი გარემო რომ შეგვიქმნათ, რათა სხვა სტუდენტებთან სტიპენდიის მიღებისას კონკურენციაში შესვლა შევძლოთ ის აჯობებს, ვიდრე მაგალითად 1 ქულა წაგვიმატოთ 1500 ლარის მისაღებად. შეურაცხმყოფელია ძალიან ეს მიდგომა.

მე კი არ ვაპირებ შეურაცხყოფის მიყენებას არც ჩემი თავისთვის და არცჩემი მეგობრებისთვის. ყოველდღიურად თანასწორი გარემოს შექმნისთვის ვიბრძვი და არა პოზიტიური დისკრიმინაციისთვის“ – ამბობს ანა სიხაშვილი.

სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან სახელმწიფო უნივერსიტეტების ლექტორებიც.

„როდესაც სტიპენდიის კრიტერიუმში დაემატა სპორტული აქტივობები, შშმ პირებზე ვინმემ იფიქრა? იქნებ ვერც ჭადრაკს თამაშობს და ვერც ფეხბურთს. ეს ხომ ყველა მხრივ დისკრიმინაციულია.

ამ დროს ლიმიტი დაწესდა კონფერენციების რაოდენობაზე, მაშინ რა უნდა ქნან? ან კარგი, დავუშვათ არსებობს ერთი სტუდენტი, რომელიც არცერთ კრიტერიუმში ჯდება და კარგად სწავლობს და აქვს სამეცნიერო აქტივობები ბევრი, მაგრამ არ ეთვლება, იმიტომ რომ ლიმიტი არსებობს – რა უნდა ქნას? ესეც ხომ დისკრიმინაციულია.

აქვე, შშმ პირებისთვის ცალკე ქულების მინიჭება არის შეურაცხმყოფელი და პოზიტიური დისკრიმინაციის წამახალისებელი“, – წერს ლიანა მარქარიანი, თსუ-ის ლექტორი.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: დღეს სტუდენტები აქციას გამართავენ – რას ითხოვენ ახალგაზრდები
Next: რა კომპეტენცია აქვთ ჩინოვნიკებს ბათუმის მერიაში – მიუწვდომელი საჯარო ინფორმაცია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

akaki beridze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

admin 14/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

admin 13/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

admin 13/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა evrosasamartlo_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა akaki beridze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

14/10/2025
დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა evrosasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა akaki beridze_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

14/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.