
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე დ.ი. ბათუმში დააკავეს.
გამოძიების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული ქალაქში ქვეითად გადაადგილებისას შეაჩერეს გადამოწმების მიზნით. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 15 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე პრიმა¹ მუხლებით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.