შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 13 პირი, რომელთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია.
ჩხრეკებისას ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანები და საბრძოლო მასალა, რომლებიც ნივთმტკიცებადაა დალუქული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



