Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ახალი წელი მიწაზე, პოლიეთილენის ქოხში – უხილავი სიღარიბე ბათუმის ცენტრში

სულხან მესხიძე დეკემბერი 30, 2025
_AJARATIMES.GE

ქალაქის ცენტრში, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში, 57 წლის ნანა სოხაძე მეუღლესთან ერთად ახალ წელს უკიდურესად მძიმე პირობებში ხვდება. წყვილი ცხოვრობს მცირე ზომის, სახელდახელოდ აშენებულ ქოხში, რომელიც პოლიეთილენის პარკებითაა შემოსაზღვრული და ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

ქოხს იატაკი არ აქვს, ნანა და მისი მეუღლე პირდაპირ მიწაზე ცხოვრობენ. რამდენიმე კვადრატულ მეტრში მოთავსებულია ერთი საწოლი, პირადი ნივთები და პატარა ღუმელი. შეშის არარსებობის გამო, ცოლ-ქმარი იძულებულია ცეცხლის დასანთებად ნაგვის ურნებში ნაპოვნი ნივთები დაწვას, რაც განსაკუთრებით სახიფათოა ზამთრის პერიოდში, რთული მეტეოროლოგიური პირობების ფონზე.

ორივე მათგანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებს. თავის რჩენის მიზნით, ნანას მეუღლე ქუჩებში მოწყალებას ითხოვს. მისი თქმით, პენსიისა და სოციალური დახმარების ჯამური ოდენობა თვეში 200 ლარამდეა. ამ თანხის ნაწილს კი 500 ლარიანი სესხის დაფარვა ხმარდება, რომელიც ბანკიდან აიღეს.

ნანა სოხაძე გვიყვება, რომ ისინი სამეგრელოდან არიან. უკიდურესი გაჭირვების გამო, იძულებულნი გახდნენ საკუთარი საცხოვრებელი გაეყიდათ და ბათუმში გადმოსულიყვნენ. მისი თქმით, დიდი ქალაქი მათთვის უკანასკნელი იმედია – ფიქრობენ, რომ აქ საკვების ფულის შოვნა შედარებით მარტივია.

დღეს მათი ყოველდღიურობა გადარჩენისთვის ბრძოლას ჰგავს. მაღაზიებიდან ვადაგასულ პროდუქტს ეზიდებიან და მეტწილად სწორედ ასე იკვებებიან. მიუხედავად მძიმე ყოფისა, ნანა ამბობს, რომ დახმარების თხოვნა მათთვის რთულია და უხერხულობას გრძნობენ.

ვისაც დახმარების სურვილი ექნება, ნანა სოხაძის საკონტაქტო ნომერია: 574 20 79 28. (უშუქობის გამო, ხშირად ტელეფონის დამუხტვა უჭირთ, ამიტომ შესაძლოა, ხშირად ნომერი მიუწვდომელი იყოს). 

🔻 ნანას ანგარიში აქვს „ლიბერთი ბანკში“, რომლის პირადი ნომერია: #01701136870

🔻მიმღები: ნ.ს

Post navigation

Previous: რეგიონული მედია ფინანსური კოლაფსის წინაშე – სარეკლამო ბაზრის დისპროპორციის გამო 17 მაუწყებელმა მუშაობა შეწყვიტა
Next: ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეწყდა – ქუჩების ჩამონათვალი ცნობილია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 14, 2026
gonios poligoni_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ არის“ – ბსუ-ს პასუხი სავარაუდო შევიწროების საქმეზე

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 13, 2026
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი gonios poligoni_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

ნოემბერი 13, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.