Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

საიამ ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

აჭარა თაიმსი იანვარი 13, 2026
ciala qatamidze_AJARATIMES.GE

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. საქმე ეხება აქტივისტ ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული წესით დაკავებასა და მის წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ძირითადი უფლებების დარღვევას უკავშირდება.

საიას ინფორმაციით, ინციდენტი 2025 წლის იანვარში, ბათუმში მოხდა. 11 იანვარს ციალა ქათამიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ, ე.წ. შლაგბაუმთან, ქვაფენილზე წარწერის – „იფიცება საქართველო“ – გაკვრის გამო დააკავეს. დაკავების მომენტში ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელმა ირაკლი დგებუაძემ განმარტა, რომ ქათამიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე იყო დაკავებული, რაც შენობის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

მოგვიანებით, ციალა ქათამიძის წინააღმდეგ ერთსა და იმავე ფაქტთან დაკავშირებით ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აღიძრა. ერთ შემთხვევაში, მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას (173-ე მუხლი) ედავებოდნენ, რის საფუძველზეც სასამართლომ 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მეორე საქმეზე კი, სტიკერის ქვაფენილზე დაკვრის გამო, მას 150-ე მუხლით 1000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში საია მიუთითებს, რომ ციალა ქათამიძის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავება და შემდგომი სამართალწარმოება არღვევდა კონვენციით გათვალისწინებულ რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებას. კერძოდ, ორგანიზაცია მიუთითებს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლების (მე-6 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი) და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი) დარღვევაზე.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებასთან დაკავშირებით, საჩივარში აღნიშნულია, რომ დაკავება იყო რუტინული და თვითნებური და არ ეფუძნებოდა საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასებას. საიას მტკიცებით, დაკავების გასამართლებლად პოლიციამ 173-ე მუხლის საფუძველზე შეადგინა გაყალბებული ადმინისტრაციული ოქმი, რომელიც, მათივე თქმით, მცდარ ინფორმაციას შეიცავდა, მათ შორის, დამკავებელი პირის ვინაობის ნაწილშიც.

საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ასაჩივრებს როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს. საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლოებმა გადაწყვეტილებები უსაფუძვლოდ მიიღეს და ფაქტობრივი გარემოებები არაჯეროვნად დაადგინეს. საიას შეფასებით, საქმეში არ არსებობდა სხვა მტკიცებულება, გარდა პოლიციელთა ჩვენებებისა, რომელიც ციალა ქათამიძის მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფას დაადასტურებდა. ამასთან, მათი განცხადებით, სასამართლოებმა მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილეს და მხოლოდ სამართალდამცველთა ჩვენებებზე დაყრდნობით ცნეს ქათამიძე სამართალდამრღვევად.

საია ასევე მიუთითებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზე. ორგანიზაციის განმარტებით, ციალა ქათამიძე მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა აქციის სხვა მონაწილის დაკავების გამო და მისი ქმედებები არ ქმნიდა საფუძველს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევისათვის.

Post navigation

Previous: აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტანი ბათუმიდან არის 
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026
sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ნოემბერი 6, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.